შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პრაღის ქუჩებში დავეძებდი დანიშნულ ტუჩებს...


15-09-2019, 12:10
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 1 570

გამოიარა ქალაქ პრაღაზე გზად შემოდგომამ,
სადღაც იქ, სკვერში მოწყენილი დაუხვდა კაფკა,
ბერმა ქალაქმა ვერ მოასწრო ფეხზე ადგომა,
ისე დაეშვნენ გრძნობებივით ფოთლები დაბლა..

ვერ გრძნობდა კაფკა შემოდგომის სურნელს საოცარს,
იჯდა დაღლილი ცხოვრების და სხვისი ლოდინით..
ფოთლების მარშში იდუმალმა ქალმა მაკოცა
და ნარინჯისფერ ლაშქარს გაჰყვა, როგორც ოდინი..

ჩამოვჯექ ჭადრის კოჟრების ქვეშ, გაფიცრულ სკამზე,
და საღებავი ჩანაწერებს ჩემსას აეკრო,
ტუჩის კუთხეებს ღიმილს ჰგვრიდათ ფიქრი ადამზე,
კაცობრიობის შეცდომებზეც ალბათ.. საერთოდ..

არ მცემდა ჯერაც შემოდგომის სურნელი შენი,
და ამიტომაც ვერ გიპოვე.. როცა მოხვედი..
გადის დღეები.. უშენობა დღითიდღე მშვენის,
გზად ნარინჯისფრად შემოსილან შენეებრ ხეები..

წიგნებით ხელში მისეირნობს პატარა კაფკა,
და სკოლის გარდა ახლა მის ტვინს არრა ადარდებს,
ჯერ ხომ არ იცის, მისულს ჩანთა რომ დაუვარდა,
და ვიღაც თავის შემოდგომის სურნელს გადასდებს..

ვეცადე დროში დავწეოდი შენს ლამაზ ცისკარს,
და არ მესმოდა, მოუსვლელად რატომ წახვედი,
თურმე ჯერ ისევ შემოდგომის ფოთოლად ქრიხარ და
მე კი სკვერში გელოდები როგორც მნახველი..

მალე დაათოვს, იქნებ გვიან.. ნარინჯის ქუჩებს,
და შემოდგომის მღვრიე სუნთქვას ფიფქებს დააფენს,
პრაღის ქუჩებში დავეძებდი დანიშნულ ტუჩებს,
ვიცი.. მოგძებნი და უსიტყვოდ გეტყვი ყველაფერს...



№1  offline ახალბედა მწერალი K. I.

კარგია! ერთ-ერთი საუკეთესო ხარ პოეზიაში! ❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№2  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ქეთი იმერლიშვილი
კარგია! ერთ-ერთი საუკეთესო ხარ პოეზიაში! ❤️


დიდი მადლობა, გენაცვალე, ჩემთვის უდიდესი პატივია ასეთი ძვირფასი მკითხველი რომ მყავს, სამწუხაროდ, პოეზიის სამშობლოში რთულია, იყო ერთადერთი, მაგრამ ვცდილობ blush heart_eyes

 


№3  offline წევრი ლეა

სანამ შემოდგომა უკანასკნელ ფოთოლს დაასაფლავებს,მზის სხივები ეცდებიან უჩემობა არ გაგრძნობინონ)) მეამაყები!

 


№4  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ლეა
სანამ შემოდგომა უკანასკნელ ფოთოლს დაასაფლავებს,მზის სხივები ეცდებიან უჩემობა არ გაგრძნობინონ)) მეამაყები!


უმზეოდაჩ მათბობენ შენი თვალები, სულო heart_eyes

 


№5 სტუმარი სტუმარი მარიამი

საინტერესოა????მომწონს !

 


№6  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

სტუმარი მარიამი
საინტერესოა????მომწონს !


დიდი მადლობა რომ კითხულობ )) მიხარია თუ შევძელი და დაგაინტერესე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent