შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენს ხავერდოვან თითებს შორის.. შემოვაპარე...


17-09-2019, 19:41
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 1 933

შენს ხავერდოვან თითებს შორის, ბერი ნაფაზი
შემოვაპარე... თუმცა, ტკბილო, მე არ ვეწევი..
ვიცი, ლეღვივით ტუჩებს, ხვალ ზეგ როგორც საკმაზი,
დაეკონება ფერფლისფერი ხელის ცეცებით...

ოთახში მინეებს ნაკვალევი დარჩებათ კოცნის,
კოცნის, რომლითაც წუხელ, ღამით სიზმრებს გპარავდი,
გათენდა, მაგრამ დალალებზე მე ისევ გკოცნი და
მე შენს მეტი არ მჭირდება ახლა არავინ...

პრაღულ განთიადს დაამშვენებს ალუბლის ტორტი,
და სიმყუდროვე დაგროვილი შენთვის ფინჯანში,
ო, რა ხანია სიყვარულის მსურდა ასორტი,
ო, რა ხანია, ვოცნებობდი კოცნას წვიმაში...

აწვიმს უტიფრად, ჟინიანად სიძველეს პრაღის,
ამ ძველ მიჯნურთა ტრფობის ხათრით თუ არ ატირდი,
ამ სამყაროში სხვა შენს ცრრემლად ჩათვალე არ ღირს,
სანამ ქალაქი თავის სხეულს კვლავ არ გაყიდის...

ო, რომ იცოდე მონატრება როგორ მკლავს, როგორ,
როგორ აკლიათ ქართულ იებს პრაღის ვარდები,
გამოჰყვებოდი შემოდგომას.. მზისფერო გოგოვ,
რათა თბილ ხელებს მივანებო ბნელი დარდები...

დაგელოდები სურნელოვან აპრილის ბოლოს,
კამელიების ოქროცურვილ ყვავილთა ზღვაში,
ვიცი რომ წახვალ.. მაგრამ ისევ აქ მოხვალ ბოლოს..
მოხვალ ჩემთან და ჩვენს ნაშენებ ოცნების სახლში..



№1  offline ახალბედა მწერალი K. I.

ბებერი ევროპის, პრაღის ქუჩების და ყვავილების სუნი ვიგრძენი. ისტორიაც წავიკითხე, გრძნობებიც იყო, პოეზიის თანმდევი სევდაც მოვიდა ჩემამდე.
კარგი ხარ! ❤️
ჰო, მართლა, პრაღულ ალუბლის ტორტს და ფინჯან ყავას არაფერი სჯობს, მითუმეტეს თუ ლაზარეს პოეზიაც შენთან იქნება :D
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№2  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ქეთი იმერლიშვილი
ბებერი ევროპის, პრაღის ქუჩების და ყვავილების სუნი ვიგრძენი. ისტორიაც წავიკითხე, გრძნობებიც იყო, პოეზიის თანმდევი სევდაც მოვიდა ჩემამდე.
კარგი ხარ! ❤️
ჰო, მართლა, პრაღულ ალუბლის ტორტს და ფინჯან ყავას არაფერი სჯობს, მითუმეტეს თუ ლაზარეს პოეზიაც შენთან იქნება :D


გავწითლდი მგონი.. relaxed ძალიან დიდი მადლობა რომ კითხულობ და ასე მოგწონს ჩემი ლექსები, მართლა დიდი პატივია შენგან ამხელა კომპლიმენტის მოსმენა heart_eyes

 


№3  offline ახალბედა მწერალი ფ ე ფ ო

ვაა...ეხლა ვფიქრობ რა გავაფუჭოო :დ მაგრამ მე ხომ არ ვარ ცუდი გოგო? და სხვათა შორის ნიჭიერებას ვაფასებ,პოეზიის დიდი თაყვანისმცემელი არ ვარ მაგრამ რაც კარგია უნდა აიღნიშნოს რომ კარგია.მოკლედ მშვენიერია გეტყოდი რომ წავიკითხე ეკალმა დამაყარათქო(თუ რას ეძახიან?) მაგრამ მუსიკასაც ვუსმენდი პარალელურად და გაიგე ეხლა რომელმა ჰქმნა.
მოკლედ წარმატებები.მართლა მომეწონა,ოღონდ მართლა.და ჰო,არ ვარ ნაწყენი და გაბრაზებული უბრალოდ ჩემს ისტორიას არ გაეკარო :დ:დ:დ

 


№4  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ფ ე ფ ო
ვაა...ეხლა ვფიქრობ რა გავაფუჭოო :დ მაგრამ მე ხომ არ ვარ ცუდი გოგო? და სხვათა შორის ნიჭიერებას ვაფასებ,პოეზიის დიდი თაყვანისმცემელი არ ვარ მაგრამ რაც კარგია უნდა აიღნიშნოს რომ კარგია.მოკლედ მშვენიერია გეტყოდი რომ წავიკითხე ეკალმა დამაყარათქო(თუ რას ეძახიან?) მაგრამ მუსიკასაც ვუსმენდი პარალელურად და გაიგე ეხლა რომელმა ჰქმნა.
მოკლედ წარმატებები.მართლა მომეწონა,ოღონდ მართლა.და ჰო,არ ვარ ნაწყენი და გაბრაზებული უბრალოდ ჩემს ისტორიას არ გაეკარო :დ:დ:დ


დიდი მადლობა შეფასებისათვის blush წარმატებები თქვენც, კეთილი სურვილებისთვის მადლობელი ვარ blush გპირდებით, აღარ გავეკარები blush

 


№5 სტუმარი სტუმარი Anano

ფეფო, ბოლო ისტორიის გაგრძელებას სულმოუთქმელად ველოდი და ისტორიები რატომ წაშალე?:((

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent