შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დე მაპატიე!


22-10-2019, 00:39
ნანახია 10 572

ვეძებ ჩემს სხეულს,
სული სადღაც სხვაგან გაფრინდა,
როგორ რთულია წერდე სტროფს და გტანჯავდეს სევდა.
დე მაპატიე რაც მოგშორდი, რომ იმ წამიდან
გაუცხოებულს... გაცივებულს და შეცვლილს მხედავ.

დე მაპატიე,
უნებურად ვისწავლე დარდი,
დე ჩემს თვალებში ნუღარ ეძებ სხივებს სილაღის.
აღარ მოძებნო ჩემს მზერაში პატარა ბავშვი,
როგორიც შენგან წამოსვლამდე -
შენთან ვიყავი.

დე ყველაფერი შეიცვალა,
ცაც კი სულ სხვაა ...
აღარ განვიცდი სხვის ტკივილებს
და
არც ეს მტკივა.
შენი თვალების სისპეტაკეს იქეთ მივყავარ,
რომ შემაზიზღოს ჩემი თავი -
მახსოვდეს ვინ ვარ...

გაგიუცხოვდი ღვთისმშობელო,
ვერც კი გეხვევი,
სული მტკივდება, როცა ხელებს უმალ ვწევ უკან.
ჭირმა წაიღოს დაწერილი შენთვის ლექსები,
თუკი გვერდით მყოფს უცხოსავით ჩაგივლი ურცხვად.

დე ნურასოდეს ნურსად იტყვი, რომ მე შენ გგავარ,
შენ ჩემზე ბევრად...
გაცილებით ბევრად კარგი ხარ.
შენი შვილობა ევლინება მთლიან სულს წამლად,
გტკენ მაგრამ ჩემთვის გეფიცები
ერთადერთი ხარ!

და თუკი ძველ მეს ვეღარასდროს დავუბრუნდები,
გამოვიგონებ დიდობაში ახალ ბავშვობას.
შენ ის წამები მაპატიე მე რომ გშორდები,
მე საკუთარ თავს მივუტევებ რომ მე დამშორდა.

ჩუმი 'პოეტესა'




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent