უსასრულოდ
გუშინ, დღეს, ხვალ და მის შემდეგ, როდესაც მთვარე კვლავ აინთება და გაანათებს მდუმარე ბაღებს, წყვდიადში თუნდაც, მე მოვალ შენთან და გაგიტაცებ ზღაპართა მხარეს, სადაც ბულბული მოგიძღვნის ჰანგებს და გაბადრული დაგვხედავს მთვარე, თუმცა მდევარი მოგვსდევს... კვლავაც სიბნელე მოიწევს კარგო და მეც მხედარი მის ფლოქვის ხმაზე გაცოფებული ბრძოლაზე ვნატრობ,. სინათლის სხივი ეცემა მიწას, ღამე იწყება მდუმარე ფერთა, ვერცხლისფერ შუქზე მხოლოდ სიკვდილი, არის იმედი დაქანცულ სულთა. მუზარადს სისხლი, შენს სახეს ცრემლი, აცხია, როგორც ვარდ-ფურცელს ცვარი, კვლავაც მოხდილი მაქვს მე დღის ვალი, თუმცა წამებას არ უჩანს ზღვარი. ამ სიკვდილის ველზე, ფიქრები შენზე, არის იმედი-გზა მომავლისკენ. გუშინ, დღეს, ხვალ და მის შემდეგ, მოგიძღვნი ფიქრებს და ნანატრ ფიფქებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.