შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბიჭი კი კვლავაც ქუჩაში იდგა!


16-06-2016, 23:48
ავტორი Kristy
ნანახია 2 115

ქუჩაში იდგა ლამაზი ბიჭი
და მოელოდა ნანატრ პაემანს,
გასაოცარი ლოდინის ნიჭი
ებრძოდა სულის უძღებ კაეშანს...

იმედი ეკრა ფიქრებს გალავნად,
არ იშლებოდა სევდის ხედებთან
და ბიჭი იდგა დაუღალავად,
როგორც მლოცველი გლოვის კედელთან!

ამაყ გულს შიშით არ იღელვებდა
(ნაადრევია მომავლის გლოვა)
და თუ ეჭვობდა, თავს იმხნევებდა:
შენ დაელოდე და ისიც მოვა!

ქარს გამოესხა ათასი ხელი,
აფარფატებდა ფაფუკ ფანტელებს,
ფიფქებს ხვდებოდა ქვეშ მიწა სველი
და უკარგავდა ფორმას, სილუეტს...

და მოუთმენლად - ურჩი ფიფქები
მას საკოცნელად შეეხებოდნენ,
მოუთმენელი წამის ფიქრები,
წარსულის ფერებს არ ეხებოდნენ!

დაფარფატებდა ათასი ფიფქი
და ეხებოდა ცივ დედამიწას,
ბიჭს გულს უკლავდა ათასი ფიქრი,
თუ აბიჯებდა ძველ ნაცნობ მიწას...

ქარი თანდათან ძალას იკრებდა,
აღარ ზოგავდა მტკივნეულ წკეპლას
და რას ნიშნავდა (მაშინ იგებდა),
იმედი წმინდა ხელში რომ გეპყრას!

მას კი თვალებში რწმენა უკრთოდა,
არ აშინებდა ამაყი თოვა
და მოლოდინში გული უთრთოდა...
თუმცა, შედეგი მაინც ვერ ჰპოვა!

ცივ აივნებზე თოვლი ბზინავდა
და როცა საქმე საქმეზე მიდგა,
ქარი მუჯლუგუნს ჰკრავდა (ყინავდა),
ბიჭი კი კვლავაც ქუჩაში იდგა!



№1 სტუმარი Sagitarius

Dzalian magaria sagol arachveulebrivi ritma arachveulebrivi idea arachveulebrivi leqsika..da a.sh..me dzalian momwons,bravo!

 


№2 სტუმარი ანუბისი

შემეკრა სუნთქვა, დაცვარულს ოფლი,
ნიში სირცხვილის დამასკდა ხვითქად,
მე შევიგრძენი რძისფერი თოვლი
"ბიჭი კი კვლავაც ქუჩაში იდგა"

 


№3  offline წევრი Diosa Dela Tristeza

აი,მართლა ძალიან მომეწონა ყოჩაღ!
რითმაც მშვენიერი,ლექსიკაც,შინაარსიც. ყოჩაღ!
მართლა ძალიან ძალიაან მომეწონა❤❤❤
ასე გააგრძელე.

 


№4 სტუმარი Firestorm

საოცრად მომწონს ეს ლექსი

 


№5 სტუმარი Magda

ულამაზესი ისტორია ულამაზეს ლექსში. ყოჩაღ!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent