გამოიდარებს
გამოიდარებს გამოიდარებს, გეფიცები გამოიდარებს. უსათუოდ ჩაანაცვლებს ღრუბელს, მზის სხივი. და თუ არ მოხდა ასე, კარგო, როგორც მე ვამბობ. არას ვიდარდებ, რადგან მათბობს შენი ღიმილი. როცა იღიმი, ამ ღიმილით ხატავ სამყაროს, შენი ფერებით იფარება თვალსაწიერი. და არ არსებობს ქვეყანაზე სხვა უფრო წმინდა, სხვა უფრო თბილი, ღირსეული, გრძნობა ძლიერი. ნეტავ იცოდე, როგორ მიყვარს, მე ეგ თვალები. მწვანე თვალებში მოკამკამე უძირო ტბები. ერთი შეხედვა, მხოლოდ ერთიც საკმარისია. და უშენობით გაყინული, უმალვე ვთბები. ხელს თუ ჩამკიდებ, სააქაოს ერთად მოვივლით. დაე იწვიმოს, არ მაშინებს არც ქარიშხალი. მომიახლოვდი, ჩემთან დარჩი, ნურსად ნუ წახვალ. და ერთად ყოფნით ბედნიერმა, ვიფრინოთ ცაშიც. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.