შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვფიცავ მკვლავს შერჩენილ ღვინისფერ დალალებს


17-11-2019, 16:08
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 1 257

გადმოსხდა გეენა ბაიის დალალების,
ფირუზის სანაპირო ცრემლებმა მიატოვეს
სპილოს ძვლის ზღუდენი წინაპართ ანაგები,
შემდრკალმა შვილებმა უომრად მიატოვეს..

დაეძებს მახვილი ნაკვალევს იალაღზე
და სისხლი რუებად გადმოდის ფოსოდან,
მეომრის ხელებმა რაც კი ვერ იავარჰყვეს,
სისხლის მდინარეებს ბარისკენ მოჰქონდათ..

კვნესის იალაღი ბალახდაძენძილი,
ჭილობი მოიტანეთ, იარა გადახსნია,
კუპრი გადაუსვეს ალესილ იარაღზე,
ცეცხლით და მახვილით მთათა მკერდს გადახსნიან..

იწვის ენძელები ტევრში შარიშურით,
ძეძნა გაბარჯღული რიგში ილოდება,
ბერი თეთნულდი თმენით შესაშურით,
მთავარ მომხდურ ძალას უტყვად ელოდება..

დავეცეთ უშენოდ დარჩენილ ტრამალებს,
ყველას მარტოობის კვამლი ავადინოთ,
ვფიცავ მკვლავს შერჩენილ ღვინისფერ დალალებს,
ყველა მეჭორიკე ცეცხლში ჩავაბჟირო..

მძიმეთ დავიძარით ალმურმოდებულნი,
გეენა უკვდავი რიხით მიგვიძღოდა,
გველოდა თეთნულდი ჭმუნვით მოხევურით,
ზეცა დაგვხედვიდა ლურჯი მიმინოდან..

ტაძრად მიეყვანე ბედს გზის გამმრუდებელს,
ბრიყვო, გონს მოდიო! მიქადდა ლაშარი,
სეტყვად დავაყარეთ ისრის მერეხი და
მერე თეთნულდისკენ დავძარი ლაშქარი...

თითქო მიწა იძრა, ცემდა გამალებით..
უცხო კბოდეები გვიშენდნენ კლდეზვავებს,
როცა ხელთ ჩავიგდე ციხის გასაღები,
რისხვით ჩამოიქცა მაღლიდან ზეცავე..

მიწამ მოიხვია თეთრი საბურველი,
მტერი თვალებიდან გაგვექცა,
და გადაჯგუფება ვერც კი მოვასწარით
ლაშქარს ზვავი ისე დაეცა...

მიჰკივის საწ....ბს ბედშავი,
ვეღარც შევასწარ თვალია,
ისე გადმოსკდა ზეციდან,
გოგირდოვანი წყალია..

სრულად დაგვიდნა აბჯარი,
საფარი არსად არია,
გრიგალმა აგორებულმა,
თოვლით დაგვივსო თვალია..

ყინვამ მოყინა სავალი,
კლდეებზე ფეხი დაცურდა,
დაბრმავებული ლაშქარის
წინსვლა ამითი დასრულდა..

ამიცდა ფეხი.. კლდის ძირში
ფერდდამტვრეული მივეგდე,
ჩემი დამზრალი ლაშქარი,
გააქციეს და მიბერტყეს...

პირს ვეღარ ვაღებ.. მწყურიან..
გადამასვენეს ატოცზე,
შენ.. სულთმობრძავთან მოხვედი,
და ერთი შუბლზე მაკოცე..

დავლანდე შენი სურნელი,
სუსხი აჰკროდა დილისა,
ვინც შენს სიყვარულს მომაკლო
ჯავრი თან მიმაქვს იმისა..

ჰა.. ჩამასვენეს მიწაში..
უსახო უფლის ქმნილება..
მომიწევს ისევ ზეცაში,
მეოცედ გასეირნება..



№1 სტუმარი nia

me vfiqrob rom es namdvili siyvarulis anbavia

 


№2  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

nia
me vfiqrob rom es namdvili siyvarulis anbavia


მიმიხვდი.. relaxed მართლაც ასეა, მაგრამ არ მეგონა რომ მიხვდებოდნენ blush

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent