შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გული დაიტანჯა


11-05-2016, 21:13
ავტორი Shorena Quqchishvili
ნანახია 1 936

,, გული დაეღალა მალე მოკვდება“-
ამ ღამით უთხრა ექმიმმა დედას,
არ ვიცი სული ჯერ სად მოხვდება,
ჯანდაბას თუნდაც გეენა ერქვას.
მერე ვითომდა დამიტირებენ,
მოიწყენენ და გლოვას შექმნიან,
ქვაზე დახატულს გამიცინებენ,
ჩემს შესანდობარს უფალს ეტყვიან.
და მერე ერთხელ შენც გამიხსენებ,
როგორ მიყვარდი თავდავიწყებით,
ჩემს თვალებს, ჩემს ღიმილს კვლავ გაიხსენებ,
მე კი შენს გვერდით აღარ ვიქნები.
მერე მოხვალ და ვარდებს მომიტან,
მომეფერები ქვაზე დახატულს,
ციდან უნაზეს სიზმრებს მოგიტან,
მაინც უჩემოდ ხვდები გაზაფხულს.
დე, ვიცი მითხრეს მოვკვდები მალე,
მას გადაეცი მიყვარდა როგორ,
რომ ვერ ვივიწყებ თაფლისფერ თვალებს,
და რომ აღარ ვარ არ უთხრა ოღონდ.
დე, არ იტირო ჩემო პატარა,
თუკი შეწყვიტა ფეთქვა ამ გულმა,
ბედმა უაზრო გზებით მატარა
მერე დამტანჯა ჩემმა წარსულმა.
,, გული დაეღალა, ვეღარ იცოცხლებს“
ამ ღამით გითხრა, დე, იმ ექიმმა,
დე, აღარ მინდა ქვეყნად სიცოცხლე,
დე, მე ათასჯერ გული მეტკინა.














იყიდეთ ვინმემ, დაფლეთილი არ გინდათ გული?
წამით შეჩერდით, იაფი თანაც ძალიან.
არა, საერთოდ არ სჭირდება ოქრო და ფული
და რაც აკლია მხოლოდ და მხოლოდ თქვენი ბრალია..... გაგეცინება.. თბილი სიტყვა სჭირდება ერთი....
რატომ ან რისთვის გევედრებით შემდეგ განსაჯეთ...
არა, კისერზე ცოდვა არ აქვს კაცის და ღმერთის,
ის ჭეშმარიტი სიყვარულის მუხლით დასაჯეს...
და ერთ თბილ სიტყვას, ერთ თბილ სიტყვას ვინც გაიმეტებს,
თუნდ ტყუილების გახვეული იყოს გუდაში,
და ვინც გათელილს ამიშენებს ისევ იმედებს,
დარჩენილ დღეებს უყოყმანოდ მივცემ ხურდაში....
თუმცა მყიდველმა უნდა დადოს რთული პირობა,
უყვარდეს მხოლოდ პოეზია და სილამაზე,
სწამდეს ნამდვილი სიყვარულის უნაპირობა,
სძულდეს ყოველი ბოროტება ამ ქვეყანაზე.....
რატომ დაფიქრდით, მხოლოდ თქვენგან ველი განაჩენს,
ნუთუ იმედის ნაპერწკალსაც არვინ მპირდება,
უფსკრულის წინ მდგარს კვლავ სიკეთე თუ გადაარჩენს,
თორემ ტანჯვაა, მესაფლავე არა სცილდება..
და ერთ თბილ სიტყვას, ერთ თბილ სიტყვას ვინც გაიმეტებს,
თუნდ ტყუილების გახვეული იყოს გუდაში,
და ვინც გათელილს ამიშენებს ისევ იმედებს,
დარჩენილ დღეებს უყოყმანოდ მივცემ ხურდაში!



№1 სტუმარი o.k

Yochag dzalian kargi iyoooooookoll

 


№2  offline წევრი Shorena Quqchishvili

o.k
Yochag dzalian kargi iyoooooookoll
მადლობა:)
--------------------
ხო გინდოდა უჩემობა?! ხოდა დატკბი! ; )

 


№3 სტუმარი Ana

ყოჩაღ ძალიან კარგი ლექსი იყოო აიი cool გოგო ხარ

 


№4  offline წევრი Shorena Quqchishvili

Ana
ყოჩაღ ძალიან კარგი ლექსი იყოო აიი cool გოგო ხარ
დიდი მადლობა request
--------------------
ხო გინდოდა უჩემობა?! ხოდა დატკბი! ; )

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent