მაგ მონცაინზე...
ვერ დაისრულა წვიმამ ალერსი, სისველეს მიწის აეკრო ნისლი, რას ვიფიქრებდი, მესაფლავესი ასე თუ მშურდა.. გახდება მისი.. ვიწექი პირქვე, დილით.. ვბოდავდი.. ჩემში არსება სიკვდილს დანებდა, თვალები შენი, ჩემში როკავდნენ და სუნთქვა შენი გულს აამებდა.. ჩამოგიკოცნე ხელის თითები, როგორც სპილოს ძვლის ფერი ფიქალი, რომ ჩვენ ვერასდროს ვეღარ ვიქნებით ერთად.. ვერ მოსვლით ისევ მივქარე.. მოგიხსენიე წუხელ ლოცვებში, და მაინც.. ჩემთვის ვეღარ გათენდა, რას ვიფიქრებდი.. ვერც გაკოცებდი თუ წახვიდოდი ისე აქედან... აღარ ხარ არსად.. აღარ გეძახი.. დამაგვიანდა საშველად მოსვლა, სახსოვრად შთენილ ეულ შეძახილს, მაგ მონცაინზე ვუპირებ მოცდას.. გაქრა ცხოვრების ყველა მიზეზი, გულში ჩავმარხე გრძნობის ტიხარი, სადღაა ახლა ცელქი იმედი, იმ დღეს ხითხითით შენ რომ მითხარი.. თავდავიწყება მინდა ვიგემო, სად ხართ სუკკუბნო, ახლა გამოჩნდით, მაჩუქეთ მთელი ავლადიდება ეკლიან გზაზე რაც სულს გამორჩა.. წარბი შემიკრა ურცხვად დაისმა, მწამს განთიადი ბრალსაც დამადებს, რაკი დემონმა ჩემში აიშვა, მოდით, გავერთოთ კარგად მანამდე... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.