მარტოსული
ის ხომ მარტოა, ხედავ? აი, იქ, სკვერში რომ ზის დაღლილი სახით; არადა, ჯერ ისევ ახალგაზრდაა, არცთუ ისე ცუდად აცვია, თმაც ფორმაში აქვს, სახეც, იერიც. . . მაშ რაღა მოხდა, რატომ დადის სულ მუდამ მარტო? იქნებ ხასიათს ვერ უსწორებს ვერავინ ვერდროს, ან ჭირვეული, ან ჯიუტი, ან ბუზღუნაა? ან გულცივი, ქედმაღალი, მუდამ კეკლუცი. . . არა, თქვენ ცდებით, ნუ აკეთებთ არასწორ დასკვნებს, ჯერ გაიცანით, აზრი მერე გამოიტანეთ. . . ხედავთ? მოასწრო დასვენება, ტოვებს ამ სკვერს, სკამს; მალე შინ მივა, სასაცილო, პატარა ლეკვი მიეგებება კუდის ქიცინით, იმ სიხარულით, მის მოდგმას რომ ახასიათებს პატრონის ხმაზე. . . მასავით სადა და მარტოსულ სახლს გადახედავს, წაიხემსებს, ძაღლს დააპურებს და სურნელოვან ყავასთან ერთად ფიქრს მიეცემა. შეიძლება ერთი ჭიქა ღვინოც დალიოს, გადაავლოს თვალი ისევ განვლილ ცხოვრებას. . . რატომ არ ზის მის პირდაპირ ან გვერდით ვინმე, რად არ ხდება ამდღევანდელ ემოციათა გაზიარება? საქმის განხილვა, გეგმის დაწყობა. . . მან ვერ გაგიგო, შენ ვერ გაუგე, ვერ გაგიფრთხილდა, არ გაუფრთხილდი. . . ის დატოვეთ შორს სივრცეში მარტო, ეულად, სიყვარული, რომელიც თქვენს პასუხს ელოდა. მაგრამ ლოდინმა არ გაამართლა, გადაღლილმა მანაც დაგტოვათ. . . სხვა გზას ეწია, თამამებთან, რისკიანებთან, გაბედულებთან. . . იქნებ ასე სჯობს? დააღამებს წიგნით ხელში ტელევიზორთან მერე სიზმრებით წყვდიად ღამეს შეუერთდება; მზის ამოსვლისას ისევ მორწყავს ლამაზ ყვავილებს, აივანს რომ მრავალფერად შუქს ანიჭებენ და არავის მარტოობას არ დაგიდევენ. . . |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.