მარტოსული სახლები
ოდესმე თავი მარტოსულად გიგრძვნიათ? ვფიქრობ კი. ყველას გვიგვრძნია. ადამიანებს, ცხოველებს, ნივთებს და სახლებსაც. ალბათ ფიქრობთ, როგორ შეიძლება სახლმა თავი მარტოსულად იგრძნოსო, მაგრამ გრძნობს. სახლი... ადგილი, სადაც ცხოვრობ. სადაც შენს ოჯახთან ერთად ცხოვრობ. იცინი, ტირი, ყველა ემოციას განიცდი, ერთ დღესაც აღარ არის. დავიწყებული და მიტოვებულია. საიდანაც წლების წინ სულ ჟრიამული ისმოდა, ახლა უბრალოდ სიჩუმეა. ახლა ის უბრალო ადგილია დალეწილი ნივთებით. შეხედავ, ულამაზოა,მარტოსული. იფიქრებ რომ სიყვარული და სითბო არასდროს უგრძვნია, მაგრამ არ გაგიჩნდება სურვილი ნახვის თუ როგორი იყო ის წარსულში. არა მარტო შენ, არა მარტო მე, არა მარტო მათ, არავის გაგვიჩნდება და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ არა მარტო მარტოსულ ადგილებზე, ადამიანებზეც. მარტოსულ და ცივ ადამიანებზე, რომლებიც წარსულში სიყვარულით აღსავსენი იყვნენ, მაგრამ ახლა გულნატკენლი არიან და ვერაფერს გრძობენ, გესმით? მაგრამ ვერაფერს შევცვლით. არაფერი შეგვიძლია, გარდა ლოდინისა, რომ ერთ დღესაც ჩვენც ამ მარტოსული სახლებივით ვიქნებით და რომ ჩვენი სიყვარულით გაჟღენთილი სახლებიც ჩვენთან ერთად დაჭკნებიან. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.