შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული შენ ხარ


20-12-2019, 03:41
ავტორი ammieW
ნანახია 2 692

ვერ ვიგებდი ვერასდროს სიყვარული რა იყო,
არ მესმოდა გრძნობების არც უაზრო სიხარულის,
მაგრამ როცა ერთ დღეს ჩემმა გულმა გაგიცნო,
გავატანე წარსულს მე მთელი სინანული.

სექტემბერში პირველად ჩაგხედე თვალებში,
მაშინ მივხვდი რომ შეცვლიდი მთელ ჩემს ცხოვრებას,
გული თითქოს ბედნიერი გახდა წამებში,
და ფიქრებით აივსო ეს უაზრო გონება.

მახსოვს შენი შეხება,მახსოვს შენი ღიმილი,
მახსოვს ჩემი გულისცემა წამში რომ აჩქარდა,
მინდოდა რომ დამეწყო ამ გრძნობაზე ყვირილი,
გრძნობაზე რომელიც მე ზეცისკენ მქაჩავდა.

ჩემმა გულმა იცოდა რომ იყავი მომავალი,
ამას მაშინ მიხვდა რომ გამითბე ხელები,
მე ვიცოდი რომ ყველაფერი იყო წარმავალი,
და გავუშვი წარსული თან შავ-თეთრი ფერები.

მე შენს გვერდით დავინახე ფერადი სამყარო,
შეგიყვარე შენ და ვისწავლე სიყვარული,
მინდა ახლა მუდამ შენს გვერდით მატარო,
და არასდროს დავკარგო მე ეს სიხარული.

არ მბეზრდება იმის თქმა რომ ძალიან მიყვარხარ,
მინდა ამას ვყვიროდე სტროფებს წერდნენ პოეტები,
მინდა ყველამ იცოდეს რომ ჩემთან ხარ ჩემი ხარ,
მინდა დამამახსოვრდეს ბედნიერი მომენტები.

და რა არის სიყვარული ახლა გეტყვი თამამად,
სიყვარული შენ ხარ სიყვარული შენშია,
ჩვენ ერთად ვივლით მუდამ ამაყად,
და ჩვენი მომავალი მხოლოდ ჩვენს ხელშია!
23.11.2018




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent