მოდი შევიშალოთ
მოდი შევიშალოთ, როგორც პოეტები, მოდი და გავიქცეთ ამ მწარე მიწიდან. ალბათ მე დამრჩება ძველი მომენტები, მაგრამ არაფერი იმ ძველი ფიციდან. მოდი შევიშალოთ, როგორც პოეტები და ჩვენ გავუხვრიტოთ ეს შუბლი ერთმანეთს. იცით მე ამ საკითხს აღარ მოვედები, წერილს აღარ მივწერ ვითომდა ერთადერთს. მოდი შევიშალოთ, როგორც პოეტები კვლავაც სხვანაირად მოდი გავაფრინოთ. მე ვერ მოგიძვენი ალბათ სონეტები და ჩვენც სარეცხივით გრძნობა გადავფინოთ. მოდი შევიშალოთ, როგორც პოეტები, კვლავაც უსათუოდ გეტყვი დავისვენებთ თურმე ანგელოზად, თითქოს, რომ ენთები, მე ჯოჯოხეთის გზას მაინც გამიყენებთ. მოდი შევიშალოთ, როგორც პოეტები და აღარ დავტოვოთ ალკოჰოლის წვეთი. ვიცი შენ არასდროს არც კი მომედრები, მე ცრემლნარევ პოეტს სახეზე მაქვს ღვენთი. მოდი შევიშალოთ, როგორც პოეტები და ჩვენ ამ ციხიდან დროზე გავეთრიოთ. უკვე გითხარი, რომ აღარ მოგედები და ჩვენ სხვადასხვაგან მოდი დავეტიოთ. მოდი შევიშალოთ, როგორც პოეტები და მშრალად დავტოვოთ ჩვენი ძველი ტბორი. შიგნით ჩვენ ჩავყაროთ ძველი მონეტები, ერთმანეთს არ ვუთხრათ: "გთხოვ, მემენტო მორი". |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.