შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მონატრებულს მონატრებულისგან


6-01-2020, 10:50
ავტორი Giorgi Uertashvili
ნანახია 1 832

მე ამ გრძნობებით სავსეს, ანთებულს,
კვლავ მომერია ეს მონატრება.
ყველგან უშენოდ ყოფნას დაწყებულს,
ეს მოლანდება კვლავ მომადგება.

ამ სიყვარულში მთლად გაჟღენთილი
გული, ყოველთვის შენკენ მოიწევს.
ალბათ ბევრისთვის ვარ გაცვეთილი,
მე შენთან ყოფნა რას არ მომიბნევს

ამ მონატრებით ზეცას მიცემულს,
მე დამეუფლა ეიფორია.
შენი დანახვით კვლავ გაღიმებულს,
სულ შენი სახით ღმერთი მყოლია.

ჩემში ვერ ვხედავ მაღალ იდეალს,
მეტსაც გეტყოდი აქ, რომ შემეძლოს...
მე ვერ მოგაწვდი თუნდ ერთ იდეას,
ზუსტად ისეთს, რომ შენ არ შეგეხოს.

მე მხოლოდ შენით გაბრუებული,
თურმე ვბოდავდი რაღაც სასტიკად.
და უშენობით დამწუხრებული
ვერ ვისვენებდი ასე მარტივად.

მე მონატრებით კვლავ გაგიჟებულს,
შენზე ფიქრები არ მასვენებდა.
მე სიყვარულის ზღვაში ჩაძირულს,
კვლავ მონატრება გამათენებდა.

უშენობა ხომ არის სიბნელე,
ასე არაფერს აზრი არა აქვს,
შენზე ფიქრებს და კვლავ შენ განღმრთობას,
ეს უაზრობა გარეთ კვლავ გააქვს.

მე შენ გეტყვი რომ ვერ ვარ ისეთი,
როგორიც უნდა სულ ვიყო, ალბათ.
შენ რომ მიყვარხარ ამას სულ გეტყვი
და გთხოვ გახსოვდეს ყოველთვის კარგად.

მიყვარხარ - მინდა რომ ეს ვიყვირო,
მსურს რომ ეს ფაქტი მსოფლიოს მოვდო.
და მე ერთ რამეს კიდევ ვიტყვი, რომ
მსურს ერთად ვნახოთ პარიზი, ბორდო.

მე ამ გრძნობებით სავსეს, ანთებულს,
კვლავ მომერია ეს მონატრება.
ყველგან უშენოდ ყოფნას დაწყებულს
ეს მოლანდება კვლავ მომადგება.



№1 სტუმარი Lizzaa

,,მე შენ გეტყვი რომ ვერ ვარ ისეთი,
როგორიც უნდა სულ ვიყო ალბათ...”
მგონი არასწორი ნათქვამია )) შენ ხარ ისეთი როგორიც უნდა იყო და არც კი ეცადო ისეთი გახდე როგორიც სხვას უნდა რო იყო...

 


№2  offline წევრი Mezgvauri

Magaria leqsebi gaqvs Gio .. ertic araa dasawuni.. yvela wakitxuli makvs !

 


№3  offline წევრი Mezgvauri

gaixare gio !

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent