***
წვიმის წვეთები ასკდება სარკმელს, მოურიდებლად ასველებს მინებს, ადრე თუ გვიან სულ ყველა გვტოვებს ადრე თუ გვიან ჩვენც ვტოვებთ ვინმეს. ქარი უბერავს დახურულ სარკმელს და უსასრულოდ მტვერს აყრის მინებს იქნებ ზედმეტად მორიდებულად ან იქნებ სულაც მოურიდებლად. ზოგჯერ ტკბილია უშაქრო ყავაც ზოგჯერ მწარეა სულ ყველა ტკბილი მას გააჩნია თუ ვინ დაგვითმო და მასში სითბო ვინ ჩააქცია. ვინც ხელს გვიწვდიდა ვაჩუქეთ ყინვა ვინც ხელს გვკრავდა მას მივეჯაჭვეთ ვისაც ვუყვარვართ მიწასთან ვასწორებთ ვინც შევიყვარეთ ის არად ღირდა. ამ ჩვენს სიცოცხლეს არავინ იცავს სიკვდილიც ბოჭავს ნათელ წერტილებს ადრე თუ გვიან დავაყრით მიწას ადრე თუ გვიან ჩვენც დავიმარხებით. რა ვუყოთ ამდენ ნარჩენებს, თუ ხელის დასვრა არავის უნდა, ერთ დღეს სიტყვები ჩამოგვახრჩობენ, ერთ დღეს კი მშველელად მოვლენ. ზოგჯერ ლანდების შიში მოგვყვება, იქნებ ფიქრებიც ზედმეტად გვრთგუნავს, ზოგჯერ არავინ მოგვდევს და მაინც, გავრბივართ მათგან ვინც ხელს გვიწოდებს. წვიმის წვეთები ასკდება სარკმელს, მოურიდებლად ასველებს მინებს, ქარი უბერავს დახურულ სარკმელს, და უსასრულოდ მტვერს აყრის მინებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.