შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ...


22-01-2020, 01:53
ავტორი ammieW
ნანახია 2 602

მინდა შენზე დავწერო უამრავი რითმა,
და გითხრა ის რაც არასოდეს მითქვამს.

მინდა რომ გესმოდეს მთელი არსი გრძნობის,
და გაიგო მთელი ძალა ამ ძლიერი ნდობის.

მინდა შენთან ერთად გავატარო მთელი დრო,
და მინდა რომ არ შევხედო ამ უაზროდ ბოროტ ბრბოს.

მინდა მთელი გრძნობა ჩავაქსოვო ლექსში,
მაგრამ თითქოს აქაც ეს მორცხვობა მებრძვის.

მინდა გითხრა ამაყად და გაგანდო გრძნობა,
მინდა რომ გავაჩერო ეს სისწრაფე დროთა.

მინდა რომ გვერდით იყო და მითბობდე ხელებს,
მინდა რომ დაეკარგოს მნიშვნელობა ცრემლებს.

მინდა ხელი ჩამკიდო და არასდროს გამიშვა,
მინდა ჩვენმა ისტორიამ,რომ სახელი გაითქვას.

მინდა ჩემმა რითმებმა შენამდე მოაღწიოს,
შენთან გულში დარჩეს და ვეღარ გამოაღწიოს.

მინდა რომ ეს რითმები მე მოგიძღვნა მხოლოდ შენ,
და მინდა რომ ყველაფერი ერთად შევძლოთ ჩვენ.

მინდა მოვრჩე წერას და მივენდო ძილს,
და სიზმრებში ვხედავდე ჩვენგან შემდგარ წყვილს...

20.01.2020.ნ.ქ



№1  offline წევრი ninnnnnnnoooooooo

მაგარიააააააააააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent