შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რაც მინდოდა


22-01-2020, 21:28
ავტორი ნინი ნინა
ნანახია 1 466

და რაც მინდოდა მთელი გულით,
ისევ, რომ ფერფლის ფიფქებად გარდაიქცევა,
ყველაფერი ერთი ხელის მოსმით ჩამოიშლება,
ფუჭი იმედიც თავისთავად ჩამოინგრევა.

და რაც მინდოდა მთელი გულით,
ასრულება, რომ არ ეწერა,
ისევ ნაფლეთებად ქცეული ოცნებებით
გულ-დაფლეთილი გზას გაუყვება.

და რაც მინდოდა მთელი გულით,
ფუჭ ოცნებებად წარსულში რჩება,
ისევ ოცნებად გავაგრძელებ ტარებას გულით,
წარსულის ნამსხვრევები მომავალში შემოგვხვდებიან.

და რაც მინდოდა მთელი გულით,
უფერულ ნისლად ალბათ მალე გადაიქცევა,
და დახუნძლული ხურჯინი ოცნებებით,
ისევ ნისლებში შემალულნი გაჩერდებიან.

და რაც მინდოდა მთელი გულით,
მისთვის, რომ არ ვიბრძოლე,
სიცოცხლის ბოლომდე სინანული გამყვება ალბათ,
წარსული ისევ შეინახავს დანისნულ ხურჯინს.



№1  offline მოდერი Giorgi Uertashvili

კარგი ლექსია, მაგრამ რა პესიმიზმია, მშვიდობაა?
--------------------
გ.უერთაშვილი

 


№2  offline წევრი ninnnnnnnoooooooo

მაგარიააა აheart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent