თბილი სიტყვები, თბილი ფიქრები აქედან სხვაგან არ გავფრინდები. კვლავაც მე ახალ ლექსებს გპირდები, ოღონდ არ ვიცი შენ თუ მიხვდები.
ნება შენია, თავისუფალი, ოღონდ ალბათ არს კვლავ მიუვალი. ზემოთ ვარსკვლავით მოჭედილ ცაზე, ალბათ, ლექსებით არ გაგაბრაზე. ძველი სიტყვებით შენი ლექსები ერთი მგონია არ მოგბეზრდები.
ლექსებით ნათქვამი გრძნობებზე მეტია, მას კი ჰგონია რომ ის არის მართალი! მას ჩემი არ სჯერა, რატომღაც არ სჯერა... არც ჩემი, არც ჩემი ლექსებით ნათქვამის! არ ვიცი ამ წასვლით გული ვის დასწყდება, მას თუ მე?! მე თუ მას?!
იცი ახლა სად მინდა ვიყო? კლდის პირზე, არწივის ბუდესთან ახლოს... იცი ახლა რა მინდა ვიყო? ფრინველი, უსაზღვრო ზეცასთან ახლოს. მე გავფრინდები უღრმეს ზეცაში, წავშლი ზღუდეებს, ოდესღაც დადგენილს.