შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თაკოს


11-02-2020, 22:16
ავტორი Giorgi Uertashvili
ნანახია 1 327

შენი მზისფერი სახე
და ტალღისფერი თმები.
მხოლოდ შენ დაგინახე
და ალბათ ჩემში რჩები.

შენი დანახვა კარგო,
მაბედნიერებს მალვით.
არ მსურს, რომ დამეკარგო,
არ მოვრჩეთ ერთი ნახვით.

შენი სურნელი ტკბილი,
მე ჯერაც არ მიგრძვნია.
შენ ხომ ხარ ჩემთვის თბილი,
მე გული დამიწვია.

მე შენში მიყვარს ღმერთი
და სხვისგან არ მსურს ნავი.
მე თურმე შენთვის ვწერდი,
სხვა ყველა არს იგავი.

ჰორიზონტზე რომ ჩანხარ,
მე რაღაც მემართება.
ჩემს ლექსებს დღეს შენც ჰყავხარ,
ეგ შუქი ვერ ჩაქრება.

შენ კაშკაშა მზეს ჰგავხარ,
მე კი ვარ ლექსთა მთვარე.
მე, როგორც მუზა მწამხარ
და შენ მე გამახარე.



№1  offline წევრი Mezgvauri

ჰორიზონტზე რომ ჩანხარ,
მე რაღაც მემართება.
ჩემს ლექსებს დღეს შენც ჰყავხარ,
ეგ შუქი ვერ ჩაქრება.

magaria es stropi.. :)) zgvashi var da horizontze ro talgas vxedav martla ragac gvemarteba :))))

 


№2 სტუმარი სტუმარი მარიამი

მე ვარ მალანია მარიამი მე მინდამოვძებნო ლექსი სიყვარულზე და მინდა ვისწავლო

 


ძალიან ლამაზია. ❤️

 


№4  offline მოდერი Giorgi Uertashvili

ოფელია აპოსტოლო.
ძალიან ლამაზია. ❤️

დიდი მადლობა. იმედია ისიც ასე ფიქრობს blush heart_eyes

Mezgvauri
ჰორიზონტზე რომ ჩანხარ,
მე რაღაც მემართება.
ჩემს ლექსებს დღეს შენც ჰყავხარ,
ეგ შუქი ვერ ჩაქრება.

magaria es stropi.. :)) zgvashi var da horizontze ro talgas vxedav martla ragac gvemarteba :))))

მადლობაა heart_eyes

სტუმარი მარიამი
მე ვარ მალანია მარიამი მე მინდამოვძებნო ლექსი სიყვარულზე და მინდა ვისწავლო

ჩემს ლექსებში მოძებნით რამდენსაც გინდათ იმდენს bowtie heart_eyes
--------------------
გ.უერთაშვილი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent