მალე გაიგებ(თაკოს)
ვიცი შენ მალე გაიგებ თურმე შენზე ვწერდი, ამ დროს კი მკვდრეთით აღსდგება მოცარტი, შუბერტი. შენთვის მოძღვნილ ლექსებს მე ხომ წაგიკითხავ ერთ დღეს, ეს პოეტი გამუდმებით, გამუდმებით გეძებს. ვიცი შენ მალე გაიგებ თურმე შენზე ვწერდი, ჩვენს გვერდით ხომ ახმოვანდა ბეთჰოვენი, ვერდი. მე ხომ კვლავაც უბრალოდ ვარ ერთი სანთლის ღვენთი, როდესაც შენ დღეს ყოფილხარ ამ ლექსების ღმერთი. ვიცი შენ მალე გაიგებ თურმე შენზე ვწერდი, შენთვის ამ ლექსების წერით მემგონი დავბერდი. იცი მე არ მავიწყდება შენი ტკბილი მზერა, ახალ მუზას მე რომ შეგწვდი ვერვინ დაიჯერა. ვიცი შენ მალე გაიგებ თურმე შენზე ვწერდი, გიკვირს ალბათ ამდენს ხანს მე რატომ არ გავჩერდი. შენი, შენი ყურება ხომ მე მიბრუებს ამ თავს, ბოლობოლო მივაწვები იმ ძველ თემას, ზამთარს. ვიცი შენ მალე გაიგებ თურმე შენზე ვწერდი, ამ დროს კი მკვდრეთით აღსდგება მოცარტი, შუბერტი. შენთვის მოძღვნილ ლექსებს მე ხომ წაგიკითხავ ერთ დღეს, ეს პოეტი გამუდმებით, გამუდმებით გეძებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.