შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი იდუმალი


26-02-2020, 16:16
ავტორი Giorgi Uertashvili
ნანახია 1 504

ამ ჩემი ხედიდან მოჩანს ის ფიქრები,
რომლებსაც ეს გული უწყვეტად ფიქრობს.
მხოლოდ შენ გპირდები, ვერასდროს მივხვდები,
რომ ჩემი ლექსები მარტო შენ გიხმობს.

მუდმივად უცნობად მხოლოდ შენ დაგტოვებ,
მაგრამ თან შენს გვერდით ვიქნები ჩუმად.
მე ჩემს ყურადღებას უცვლელად გათხოვებ
და შენგან მალულად მოვალ მე სტუმრად.

მე სულაც არ მინდა შენზე რომ ვწერდე,
მაგრამ ეს ლექსები თავისას შვრება.
მე სულაც არ მინდა ფიქრებს დავნებდე,
რადგანაც ეს ფიქრი ბევრ "რამეს" ჰყვება.

მხოლოდ შენ იქნები ჩემთვის იდუმალი,
მარტო მე მეკუთვნის დღეს ეს საიდუმლო.
მე ხომ ყველასთვის ვარ უცხო, მიუვალი
და შენ შეგიძლია გამათავისუფლო.

შენი სახელი ხომ ჩემთვის ძვირფასია,
მაგრამ სიძვირფასე ცუდი ნათქვამია.
ჩემი შეგრძნება ხომ არავის მსგავსია,
მზე და მთვარეც თითქოს სულ მთლად გამქრალია.

ჩემთვის თითქოს ჩუმი, თეთრი ზამთარია,
გულმა მგონი შენთვის ღამე გაათია.
ჩემი მარტოობა ჩემი ნათქვამია.
მე დღეს მზე და მთვარეც აღარ დამნათიან.

მხოლოდ შენ იქნები ჩემთვის იდუმალი,
მარტო მე მეკუთვნის დღეს ეს საიდუმლო.
მე ხომ ყველასთვის ვარ უცხო, მიუვალი
და შენ შეგიძლია გამათავისუფლო.



№1 სტუმარი სტუმარი ნინი

ამ ჩემი ხიდიდან მოჩანს ფიქრები,
ამ სიტყვებს დავტოვებ და შენ მიხვდები,
რა ვქნა ძალიან ძალიან მენატრები,
ამ გულს ძალიან რომ ჭირდები.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent