შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩუმი ხმა


24-02-2017, 00:10
ნანახია 2 042

სიჩუმეა, მარტო ვზივარ, ველი ღამეს,
ღამე მიყვარს, რადგან შენს თავს მაგონებს,
ის შენსავით იდუმალი მეტყვის რამეს,
რითაც ყველას ცას და ვარსკვლავს ამონებს.

ის მიამბობს, რომ არსებობს ქვეყნად რაღაც,
რაც წმინდაა, რაც მე და შენ მოგვიხმობს,
ეს ხმა ჩუმად მოპარული მიხმობს სადღაც,
და სურს შენზე საიდუმლო მომითხროს.

მსურს ვიცოდე თუ რამდენი ფიქრი გტანჯავს,
და რამდენი სასწაული გახარებს,
შენი გული ერთად იტევს ავსა და კარგს,
ბოლოს კი მათ ყველას წარსულს აბარებს.

ეს ხმა ჩუმი შენს თავს ჩუმად შემაყვარებს,
ვგრძნობ, წყვდიადში მე შენს სახეს ვეხები,
ხმა კი გრძნონას გულში უფრო ააყვავებს,
და ჩემს სათქმელს გაგრძნობინებს შეხებით.

შენს უჩუმრად სიყვარულმა გაგაქროლა,
დაგასახლა ცაში, სადაც ჩემთან ხარ,
ჩვენში გრძნობამ ყველა დარდი გააქრო და,
ახლა მინდა გითხრა მხოლოდ (მიყვარხარ).



№1  offline წევრი anuki2662

Vgijdebi shenze :*

 


№2 სტუმარი გური

anuki2662
Vgijdebi shenze :*

მადლობა გაიხარე (მე თქვენზე)

 


№3  offline მოდერი bla.ell

ეჰჰ...კარგი იყო...❤❤

 


№4 სტუმარი გური

bla.ell
ეჰჰ...კარგი იყო...❤❤

მადლობა ❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent