შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჟონავს ნისლი


4-03-2020, 00:52
ავტორი PEPE )
ნანახია 1 117

კოკრებში ჟონავს ნისლი წვეთ წვეთად
და მგლოვიარე მოსჩანს ბორცვები
დაშრეტილ წყაროს სანაპიროსთან
კოპებშეკრულნი დგანან ბოცვრები.

გალაჟვარდებას ლამობს თოლია
და კლდიდან კლდეზე ხტება ავაზა
დაბებს ნატყორცნი სხივების კონა
უფერულდება თითქოს გზადაგზა.

ლერწამი ლერწმით გადაიხლართა
და მწუხარების წკრიალებს ზარი
კვლავ ჟონავს ნისლი შეუჩერებლად
მიწის ფაქტურას ევსება ბზარი.

ქვა ქვით ნატეხი ელის გარიჟრაჟს
საყდრიდან საყდარს სწვდება ლოცვები
ქარი ტრამალებს ამბოხით ჰკვეთავს
და სევდიანად კრთიან მოცვები.



№1  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ლამაზი ლექსია )) ძალიან მომეწონა..
დიდი ხანია წერთ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent