შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წასვლა


6-03-2020, 16:56
ავტორი Giorgi Uertashvili
ნანახია 918

სად წავიდნენ იმ ზაფხულის დღენი,
რომლებსაც სულ თან დაჰქონდათ სითბო.
მე შენ თითქოს ვეღარ მოგაგენი,
გთხოვ ცხოვრება მე აღარ "დამიტკბო".

სად მიდიან გაზაფხულის მთანი,
რომლებსაც ეს თოვლი კიდევ ითხოვს.
ნუ მიდიხარ, მოდი გამიცანი,
მოდი, მოდი არ წაგართმევ დიდ დროს.

სად მიდიან შემოდგომის ზღვები,
მღელვარე და მძიმე, ქარიანი.
მის ტალღებში გაუნძრევლად ვწვები,
ზოგს ვგონივარ მე მაჰმადიანი.

სად წავიდა ზამთრის თოვლი, ყინვა,
თურმე ჩემში დაუდიათ ბინა.
მე დავიწყე ამ "ბოხი" ხმით გმინვა,
რადგან გულში არამ გაირბინა.

სად წავიდა ძველი დროის ნატვრა,
უბრალო და მხიარული ცოტა.
ალბათ სადღაც მწარე არყით დათვრა
ძირს დაეცა, არვინ არ იხმობდა.

სად წავიდა უდარდელი წუთი,
დღეს მოსვრილი ამ ცოდვილი სისხლით.
თურმე მასზე იმდენს, იმდენს ვწუხდი,
გაფრინდა და მერე ვეღარ მიწვდით.

სად წავიდნენ იმ ზაფხულის დღენი,
რომლებსაც სულ თან დაჰქონდათ სითბო.
მე შენ თითქოს ვეღარ მოგაგენი,
გთხოვ ცხოვრება მე აღარ "დამიტკბო"



№1 სტუმარი სტუმარი Lizzi

ნეტა მართლა სად წავიდა ძველი დროის ნატვრა და ის უდარდელი წუთი...

 


№2  offline წევრი niniko12

მაგარიაააააააააააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent