შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არსებობს


7-03-2020, 00:00
ავტორი PEPE )
ნანახია 9 472

ჩემში არსებობს ცა ცის მაგვარი
მზე მზით გამთბარი ცის მაგვარ ცაზე
ჩემში არსებობს გზა გზით ნავალი
ნაფეხურებიც გზით ნავალ გზაზე.

არსებობს დარდით ჟღერადი ჰანგი
კვდომაც არსებობს სიცოცხლის ნაცვლად
არსებობს მხოლოდ მხოლიდ არსებობს
და ისევ რჩება მარცვალი მარცვლად.

არსებობს ეულ ვარსკვლავთა ცვენა
არსებობს ნიღბით ფარული სახე
ქარს დაყოლილი ფოთლების თრთოლაც
არსებობს მახით პყრობილი მახზე.

არსებობს მტირალ ტირიფთა ვნება
ნაპრალებს შორის არსებობს ხიდი
ფრთებმოტეხილი ჩიტების ფრენაც
არსებობს ბინდით მოცული ბინდი.

ჩემში არსებობს ზღვა ზღვით დამშრალი
ტალღაც ბობოქრობს ზღვით დამშრალ ზღვაზე
ჩემში არსებობს ცა ცის მაგვარი
მზე მზით გამთბარი ცის მაგვარ ცაზე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent