დილით წვიმის სუნს
დილით წვიმის სუნს ხარბად დაერთვის შენზე ფიქრები, ოდესღაც კარგო ვიცი მაინც ჩემი იქნები. მარადისობის სიცივეა, მოდის ზამთარი, მე კი კვლავ აქ ვწერ, უზარმაზარი გრძნობით გამთბარი. რამდენი რამე გადაფარა ამ ხალხის ბოღმამ, მინდა გიამბო, როგორ შემცვალა მე შენთან ყოფნამ. არსებობს დღენი სიყვარულის გრძნობით გამთბარი, ჩირაღდანი კი ისევ მინთია, მაგრამ ჩამქრალი. მარადისობის სიცივეა, გადის ზამთარი, მე კი კვლავ აქ ვწერ, უზარმაზარი გრძნობით გამთბარი. თითქმის ყველაფერს გავიღებდი შენ რომ აქ იყო, მაგრამ რა ვქნა რომ გული უკვე ორად გაიყო. მარადისობის სიცივეა, მოდის ზამთარი, მე კი კვლავ აქ ვწერ დაუღალავი გრძნობით გამთბარი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.