შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ამერია ამინდები"

12-03-2020, 18:21
ავტორი დაჩი
ნანახია 1 323

მეფიქრება, წარსულზე მეტირება
ხანდახან მეცინება, მენატრები...
წლები გალეულა, ხედავ?
მოგონებებს დასდებიათ მტვერი

ქარიშხლების სეზონია ახლა
ამინდები გააპრილდა სულში
მოჩვენებითია სიმშვიდე ჩემი
ღიმილები გააძვირეს ყველგან

ახლა მოდაშია მიმიკები
წარბშეკრული ვერ ვიცანი მეგობარი
მოწყალებად იმედები დავარიგე
უიმედოდ დავრჩი "მეომარი"

საკუთარ თავს დავუწესე წესები
შევაწმინდე სინდისს ჭუჭყიანი ხელები
ღამეები გავათეთრე ლოდინით
დღეს შევმატე საფიქრალი წყეული

სიჩუმეში შორით ისმის ხმაური
მელოდია შიშით გამოწვეული
გზააბნეულ გრძნობებს ვამისამართებ
უიღბლოთა ვანაწილებ კარცრებში

ქარიშხლები ღრიალებენ ურცხვად
და შიგნიდან ვტყდები, ვიფერფლები
ახლა სეზონია სევდის
მე მონა ვარ უსამართლო ბედის...

№1  offline მოდერი bla.ell

ასე მეგონა სხვისი ლექსებისგან შეკოწიწდა...ვერ ვიტყვი რომ ცუდი იყო მაგრამ დეჟა ვუ მქონდა...წარმატებას გისურვებ

№2  offline წევრი დაჩი

bla.ell
ასე მეგონა სხვისი ლექსებისგან შეკოწიწდა...ვერ ვიტყვი რომ ცუდი იყო მაგრამ დეჟა ვუ მქონდა...წარმატებას გისურვებ

იმიტომ ხომ არა რომ ზედმეტად ბევრი განიცდის "სულიერ შიმშილს" და უმეტესობისთვის ნაცნობი გრძნობებია,რომლებსაც ყველა ჩვენებურად გადმოვცემთ?!
დიდი მადლობა თქვენი აზრის გამოხატვისა და კეთილი სურვილებისთვის!

№3  offline მოდერი bla.ell

დაჩი

არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ,თქვენი მხრივ მართალიც ხართ.პასუხმა მეტად დამაფიქრა ლექსზე.

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent