გაზაფხული ჩემში
***** ცრემლი ცრემლე ისე დნება როგორც მარტში თეთრი თოვლი, დადნება და ტკივილს ნამავს მიწას თოვლი, ღაწვებს ცრემლი. ჩემს ფანჯრებში გაზაფხული, ისე ფრთხილად იპარება. სატრფოსავით დაზაფრული ჩემს მშობლებს რომ ემალება. გამიღიმებს ზუსტად ისე, როგორც ერთ დროს იღიმოდი. ჩემში ისე ჩასახლდება თითქოს ისევ შენ მოხვედი. დავიფიცებ შენს ღიმილზე მზესაც ტკბილად ეღიმება, მაგრამ ახლა აღარც შენ ხარ და მზის სხივიც აღარ მწვდება. გახსოვს, მაშინ ერთელ მარტში? მივდიოდი...არ მიშვებდი გაზაფხულის სითბოსავით ჩემს კულულებს ეხებოდი. მაშინ ალბათ არ ვიცოდი თუ დღეს მარტო დავრჩებოდი გეფიხები რომ მცოდნოდა მზეზე, ჩემთან წაგიყვანდი. ვეღარ ვიტან ზამთრის ქარებს ჩემში შენგან გაზაფხულდა, სამყაროში უშენობით გაზაფხული გადაშენდა. ვხვდები მანდაც გაზაფხული იმ დღის მერე არ გინახავს, იცი?.. ჩვენზე მოგონებებს მზის სხვივები შეინახავს. ვიცი, თოვლიც ვერ მიხვდება უშენობა როგორ მიმძიმს ჩემში თოვლი ვერც მოხვდება ჩემში მზედ ხომ, შენ იქნები. ***** |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.