ტყვია მესროლეს
თურმე მე ტყვია მესროლეს, თურმე ნაჯახიც ჩაურტყამთ, მაგრამ მათ ეს ყველაფერი ჩემს ზურგს უკანაც გაუთქვამთ. თურმე მე ისევ მაგინეს, თურმე მე კვლავ ვერ გამიგეს, მაგრამ ამ ლანძღვა-გინებით მე ზეცის კოშკი ამიგეს. თურმე მე ზედ შემაფურთხეს და იდიოტიც მიწოდეს, მაგრამ ასეთი რომ არ ვარ, იცის ვინც უნდა იცოდეს. უაზრო ერთფეროვნება - ეს არს რაც ბრბოს შეეხება, ეს ზიზღნარევი ღიმილი არის წინ რაც მეგებება. თურმე მე თავში დამჭრეს და ჩემზე ვიღაცამ იარა, მაგრამ მან ეს ყველაფერი საერთოდ არ აღიარა. თურმე ვიღაცამ გამარტყა, მაგრამ მე ვერ დამიმონა, რადგანაც მან თავისი ხმა თავადაც ვერ გაიგონა. თურმე მე ტყვია მესროლეს, თურმე ნაჯახიც ჩაურტყამთ, მაგრამ მათ ეს ყველაფერი ჩემს ზურგს უკანაც გაუთქვამთ. თურმე მე ისევ მაგინეს, თურმე მე კვლავ ვერ გამიგეს, მაგრამ ამ ლანძღვა-გინებით მე ზეცის კოშკი ამიგეს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.