შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზეცას უკაკუნებს ისევ ტკივილები


3-08-2018, 12:24
ნანახია 1 722

ზეცას უკაკუნებს ისევ ტკივილები,
მთვარეც მეგობრულად ჩამოუჯდა...
თურმე ყველაფერი იკარგება,
თურმე არ ჩერდება სულში არაფერი...
თვალებს წამდაუწუმ ახამხამებს
სევდა შეპარული მწვავე შეგრძნებები,
ცდილობს ცრემლის ღვრამდე მიიყვანოს
იქვე უპატრონო ღამის აჩრდილები...
ღიმილს ვინ დაეძებს, ცრემლი არ ჩერდება
ტკივილს კვლავ ახლია უღვთო ჭრილობები...
სული გაიხლიჩა, გაქრა ყველაფერი,
ღამის სიჩუმეში სევდა შეიპარა...
იქვე ობლად მყოფი ტირის აჩრდილი და
სევდას ვეღარაფრით მარტო ვერ ერევა...
იხეევს არტერიას კვლავაც მონატრება,
წვეთავს სიყვარული ზეცის კედლებიდან...
ახლა უკაკუნებს ცაზე ვარსკვლავები,
მაინც ღრუბლებიდან წვეთავს მოგონება...
ისევ სიყვარული რჩება ტკივილებით,
ღამის სიჩუმეში დაძრწის მონატრება...



№1  offline წევრი izabella

"თვალებს წამდაუწუმ ახამხამებს
სევდა შეპარული მწვავე შეგრძნებები"

რა კარგი იყო❤❤❤

 


№2 სტუმარი სტუმარი თამო

"ისევ სიყვარული რჩება ტკივილებით,
ღამის სიჩუმეში დაძრწის მონატრება... "ძალიან კარგი იყო.საოცარი გოგო ხარ შენ.

 


№3 სტუმარი სტუმარი Nisa sa

ძაალიან მაგარია! ყოჩაღ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent