უკანასკნელად
უკანასკნლად როცა გიხილე თვალები გქონდა დახუჭული, ლამის ვიტირე! ნეტავ თუ გრძნობდი ჩემს იქ ყოფნა?! ნეტავ გესმოდა ჩემი გულის ხმა?! აჩქარებული, თან წარმავალი! შენს შემხედვარეს გული მომიკვდა! შენი ხელები ცივი! უგრძნობი! ოდესღაც მე რომ სითბოს მომგვრიდა! სად დაიკარგა?! რისთვის წავიდა?! სულ ერთხელ მოხდა, როცა მე შენზე მეტად მცხელოდა, ეს იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა. ცოცხალი იყავ?! საკითხავია. გული კი ვიცი, სუსტად გიცემდა. ტანად შიშველი, თეთრი ზეწრის ქვეშ ლამაზად იყავი! როგორც ენძელა. პირველად მოხდა, როცა გაგათბე! თუმცა ვიცოდე, როდემდე შეგრჩა, ეგ სიმხურვალე ჩემი ხელისა? ნეტავ საფლავშიც ჩაგყვება ჩემი სითბო გულისა? შენს მონატრებას ზღვარი არააქვს! ამას სულ გეტყვი დაუზარბლად. იმასაც გეტყვი, მე ის ღმერთი მძულს, მე რომ წამართვა აზრი ცხოვრებისა და წაგიყვანა შენ მასთან ზეცას! ---- პირველად დავდე ამ საიტზე ჩემი 'შემოქმედება' იმედია რამდენიმე ადამიანი მაინც წაიკითხავს. 2 წლის წინ ჩემი მოთხრობა მქონდა დადებლი ფეისბუქ გვერდზე და გუშინ გადავაწყდი შემთხვევით, როდესაც მის კომენტზრებს გადავაწყდი გული სიხარულთ ამევსო და მომინდა კიდევ ერთხელ მეგრძნო რაიმე მსგავსი. ვიმედოვნებ ორიოდე ადამიანი მაინც წაიკითხავს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.