დღეს გარიჟრაჟმა
დღეს გარიჟრაჟმა ირიჟრაჟა გარიჟრაჟისას, ის უამებლად შემოიჭრა,აღარ აყოვნებს, ღამეულ მუზას განარიდა სიამე ლექსის და დამელნებულ ხმოვნებს აცლის,აცლის თანხმოვნებს. დღეს გარიჟრაჟმა აფერადა ზღვა,ცა და მიწა მოაწყდა სარკმელს,მოაზღვავა ფორიაქები, უსათაუროდ გაიფანტა სიტყვები სადღაც უსათაუროდ დაცხრა უმალ არად ნაქები. დღეს გარიჟრაჟმა დაარბია აზრთა დინება, უძინარ რითმებს მზე თანდათან,თანდათან ამხელს დაუსრულებელ სტრიქონებში ცეცხლი იფრქვევა ეს სტრიქონები გაავა დრო და დაირქმევს სახელს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.