შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

***


24-03-2020, 00:09
ავტორი 65387
ნანახია 10 185

მთვარიან ღამით ყველაზე მეტად,
მე მეშინია მთვლემარე წამის,
როდისაც სურნელს დაკარგავს ვარდი
და დაგუბდება მღელვარი მტკვარი,
როდესაც ფიფქებს წაიღებს ზეცა
და მთვარეს შთანთქავს მდუმარე წამი.

მე ვეღარ მოვალ სიკვდილის შემდეგ
და ვეღარ გეტყვი ოცნებებს მართალს,
კვლავაც მდუმარე, საფლავის ქვაზე
ვერ წაგიკითხავ დიდ გრძნობებს ნატანჯს...

მთვარიან ღამით ყველაზე მეტად,
მე მიყვარს შენით განცდილი წამი,
როდესაც ზეცა მღელვარე ფიფქებს
მოუძღვნის ფარდად მდუმარე მიწას...
როდესაც წამი კვლავ გაგიჟდება
და დრო არეული მომიყვანს შენთან.

მე კვლავაც მოვალ სიკვდილის შემდეგ,
მე მოვალ ფიფქად და მართალ ფიქრად,
მდუმარე ცრემლებს მე მოგწმენდ სიზმრად,
და კვლავაც სიკვდილს გავყვები მშვიდად.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent