მოკლედ გიჟზე ანუ ჩემზე
ჩემი, ჩემი მარტოობა არ არს ახალი. უგრძნობობავ, ამ ჩემს ლოდზე გთხოვ დამაკალი. თურმე მიდის ეს წუთები, ტვირთსაც ზიდავს ის, მარტოობას ვეხუტები, მიწას მიმაყრის. სანამ მე ცოცხლად შემრაცხავთ, მკითხეთ რას ვფიქრობ და მე ჩემს თავს თუ ოდესმე კიდევ დავინდობ. მე არავინ მიცნობს და ყველასთვის ვარ ის სხვა, სასაცილოდ მომაძახეს ლანძღვა და რისხვა. მარტოობა სიწყნარეა, ეს არს შავი ზღვა, რომელმაც მე თეთრი ღვინო ისევ დამისხა. ლექსი, რომელსაც მე გიწერთ არს ჩემი ტალღა, ყინული კი ჩემში რომ დევს კვლავ აღარ გალღვა. ზოგი მე სულელს მეძახის, ზოგიც კიდევ გიჟს, მათთვის დეგენერატი ვარ, "სულ მარტივად მწყინს". ზოგს ფსიქიატრთან მივყავარ, ზოგიც მიყვირის და რატომღაც ხალისიან ჩემს მეს მისტირის. გაგიჟების პერიოდი მაქვს საღამოს ჟამს, ჩემს ირგვლივ კი ეს მომენტი არავის არ სწამს. მე რომ სულ არ გავაფრინო, ამიტომ ვწერ ლექსს, რომელსაც სხვა ვერასოდეს ვერავინ დაწერს. ნუ შემრაცხავთ ანგელოზად, არაფრით ვგავარ, მეც სხვა ყველა მოკვდავივით საშინლად ვყარვარ. რაც მინდოდა შევიგრძენი, ზუსტად ეს ვარ მე ამ სიკვდილის ბორბალს მინდა კვლავ შევუვარდე. სიკვდილს, რომელსაც სულ ვებრძვი მე არ დამინდობს, მაგრამ გთხოვთ დაიცადეთ მე ის ჯერ არ მიხმობს. ჩემი არავის არ ესმის და ვერც გამიგებს, დავურეკავ, ყურმილსაც კი ის არ აიღებს. ალბათ მე ამდენი წერით გაბეზრებთ ჩემს თავს, ალბათ ცოლად მე სიგიჟეს ვიღაცა შემრთავს. ჩემი ბედნიერება ხომ არის ლექსებში, ვერავინ ვერ გამიგებთ მე ახლა ჩემს წლებში. მოითმინეთ, სანამ დროა მომისმინეთ კვლავ, დაიღალეთ? რამ დაგღალათ ვიცოდე ნეტავ. მაგ თქვენს ნევროზს ჩემს დაცინვას გამოატანთ მკვდრად და იკითხავთ თუ ის ბოღმა ნეტავ სად მიჰყავთ. მე ჩემს სათქმელს გამოვატან ლექსებს და სიტყვას, მაგრამ თქვენ მაინც იკითხავთ: "ნეტავ რას ნიშნავს"? მე დღეს ჩემი მარტოობა გვერდით მედგრად მყავს და მე მასში ლექსი ლექსზე მუდმივად შემყავს. გაგიჟების პერიოდი მაქვს საღამოს ჟამს, ჩემს ირგვლივ კი ეს მომენტი არავის არ სწამს. მე რომ სულ არ გავაფრინო, ამიტომ ვწერ ლექსს, რომელსაც სხვა ვერასოდეს ვერავინ დაწერს. #გიჟითავისუფალია |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.