შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაგთმე


11-04-2020, 17:10
ავტორი salomezubashvili
ნანახია 1 182

მე და შენ თითქოს ვიყავით ერთნი
გრძნობებით მთვრალი გეძებდი ყველგან
სულში შემომრჩა გრძნობების ფერფლი
მე შენი ლანდი მუდამ თან მსდევდა

თითოეული ნათქვამი სიტყვა
შენსმიმართ გრძნობებს აღძრავდა ჩემში
მიყვარხარ მეთქი არასდროს მითქვამს
და ეს ფიქრებიც საცაა შემშლის

როცა შენს თვალებს ვუცქერდი ღამით
მე ამ თვალებში ვხედავდი შვებას
და რომ შემეძლოს სულ ერთი წამით
ისევ შენს თვალებს მოვთხოვდი შველას

მაგრამ რაც იყო იყო და მორჩA
წარსული წარსულს ჯობია დარჩეს
ჩემს გულში მხოლოდ შენახარ ჩემად
და დაე გრძნობაც იმ წარსულს დარჩEს

შენ ჩEმში სისხლზე მეტი ხარ იცი?
და ყოველ წამში შენ ჩEმში ფეთქავ
როგორც წარსულში დაგიდე ფიცი
მე კვლავ შენივარ ვიქეცი ფერფლად


ვიცი რომ დაგთმე და დღEმდე ვნანობ
ვნანობ რომ გრძნობა ჩავკალი გულში
ახლა კი მხოლოდ სიკვდილად გნატრობ
მინდა შემიჩნდე ამ ტანჯულ სულში

მე შენ მიყვარხარ პირველად ვამბობ
რადგან ძალიან დავაგვიანე
გაყინულ ხელებს ცრემლებით ვათბობ
მე ეს გრძნობები დავაზიანე

რაც უნდა მოხდეს იცოდე მინდა
შEნსგარდა ამ გულს ვერავის ვუღებ
ეს სიყვარული ჩეშია წმინდად'
და უკვე მიმძიმს ხო ვეღარ ვუძლებ


და ჩვენი ბოლო შეხვედრა გახსოვს?
ისე მიმძიმდა გამეშვი ჩემგან
ახლა კი ალბად სხვის ხელი გათბობს
მე კი ვიქეცი წარსულის სევდად


ბოლოს როდესაც ჩამკიდე ხელი
და მეც ბოლოჯერ მოგანდე გული
შEნ ჩამეხუტე არ იყო ძნელი
გრძნობით ამივსე დაღლილი სული

მე დავიღალე და აღარც რითმას
არ შეუძლია გადმოგცეს რას ვგრძნობ
მიყვარხარ მეთქი არასდროს მითქვას
ეხა კი ვამბობ ვერასდროს დაგთმობ

მაძილი გრძნობას ვერაფერს აკლებს
და არც დროს ძალუძს რაიმის შეცვლა
მე შენთან ვრჩები რაც უნდა მოხდეს
მე შენში ვრჩები შენთვის და შენად

ახლა კი წავალ დავღალე რითმაც
და უკვე ლექსმაც საკმაოდ წერა
შემ ჩემში ცოცხლობ აქამდეც მითქვამს
ასეთი გახდა ეს ბედისწერა



და ბოლოს რითმების გარეშე მინდა გავიხსენო ის სიტყვები აც შენ მითხარი მაშინ როცა მე საკუთარ თავს არ ვეკუთვნოდი :დღეს ისეთი საშინელი ცხოვრებაა არავის არავინ არაფერში სჭირდება თუ მისგან სარგებელი არნახა დადებითად ან უარყოფითად,რადგან ადამიანი როცა სიყვარულს გთავაზობს,იგივეს მოითხოვს შენგანაც და ეს ხომ ჩვეულებრივი და ბუნებრივია.თუმცა ის მის სასარგებლოდ ითხოვს ამ სიყვარულს იმიტომ,რომ შეავსოს ის ცარიელი ადგილი რომელიც აქვს.მეორე მხრივ ეს ასე არ უნდა იყოს,რადგან თუ ადამიანი შეგიყვარდა მხოლოდ იმიტომ უნდა გიყვარდეს,რომ ის შეავსო და გვერდით დაიყენო ყურადღება მიაქციო.ამას კი მხოლოდ მაშინ შეძლებ,როდესაც საკუთარი ცხოვრება გექნება და არავისზე დამოკიდებული არ იქნები.როცა შეძლებ საკუთარი სახსრებით გაუმკლავდე ორივეს პრობლემებს.დღეს შენ ბავშვი ხარ ეს დრო სწავლა განათლებას და ცოდნას უნდა დაუთმო.არ დაკარგო არც ერთი წამი,რადგან სიყვარული ყოველთვის გეწვევა სწავლისთვის კი დრო არასდროსაა საკმარისი.სულ უნდა ისწავლო.თუმცა თუ ეხლა დაიწყებ,იქამდე მიაღწევ რაც შენს სურვილებსა და მიზნებს ამოწურავს. აი შემდეგ შეძლებ ყველაფრის გაანალიზებას,რომ საკუთარი გზა იპოვო.შენ თუ ეხლა დაიძინებ,აუცილებლად დაგესიზმრება შენი ოცნება მაგრამ თუ ძილის ნაცვლად სწავლას აირჩევ,შენ აქცევ ამ სიზმრას რეალობად.სწავლისაგან გამოწვეული ტანჯვა მხოლოდ დროებითია,უსწავლელობა კი სამუდამო.(დღევანდელი დღე აღარასდროს განმეორდება).ყველაზე მთავარი მხოლოდ შენხარ და არავინ სხვა. შენ ამსამყაროში მხოლოდ იმისთვის მოევლინე,რომ უფლის წინაშე იმსახურო,გამოცდა ჩააბარო და იმქვეყნად წმინდა ადამიანი წახვიდე,ამას კი შენს მაგივრად ვერავინ გააკეთებს.ნაადრევი და სწრაფად გადაწყვეტილი არაფერია კარგი და შედეგიანი. ამ სირყვებმა დამანახა სიმართლე მაშინ როცა ეს ყველაზე მეტად მჭირდებოდა და სწორედ შენ იყავი ის ადამიანი ვისაც უანგაროდ ვუყვარდ . გმადლობ და მაპატიე რომ ვერ აღმოვჩნდი ისეთი კარგი როგორიც საჭიროვ იყო,ვერ აღმოვჩნდი შენი შესაფერისი ვერ შეძელი ჩემი შეყვარება მეკიდევ სიკვდილამდე მიყვარდი .ახლა კი ამ სიტყვებით სამუდამოდ დაგემშვიდობები და სამახსოვროდ გატან ამ სიტყვებს (შენი საჩუქარი რომელიც ბოლო შეხვედრისას მომეცი ისევ თან მაქვს და სულ თან ვატარებ ყველგან .მშვიდობით)




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent