მოდი ჩემთან
მოდი ჩემთან, არასდროს არ დაშრება ეს ზღვა, მხოლოდ შენი ერთგულების ამ გულმა შესვა, არ დაეძებს ის არავის, არ უნდა დღეს სხვა მას "ზედმეტი" სიყვარულის მემგონი შერცხვა. მოდი ჩემთან, არასდროს არ გაგიშვებ მე ხელს, ეს პოეტი მხოლოდ შენთვის დილით თვალს ახელს. არ იცის რა მოუხერხოს ამ თავის გულს ცხელს, ის შენს გარდა ვერავიზე, ვერა, ვერ დაწერს. მოდი ჩემთან, არასდროს მე არ შეგაწყენ თავს, რომ ვერ გხედავ ყველაზე მეტად მე ხომ ეს მკლავს. წამოვალ და მე მოგიტან დიდი თასით წყალს, ამ მასაში შენ არცერთი მიწიერი გგავს. მოდი ჩემთან, არასდროს არ შეგადარებ სხვას, ჩემთვის შენი არსებობა სიყვარულს ნიშნავს. მე შენ გეტყვი გრძნობით სავსე მხოლოდ ერთ სიტყვას: "შენ ხომ ერთადერთი ხარ, მე ქვეყნად ვინც მიყვარს". #მეტიპოზიტივი #გიჟითავისუფალია |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.