შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტო'სული


13-04-2020, 00:44
ავტორი დაჩი
ნანახია 9 524

რამდენი რამის თქმა მინდა
რამდენი რამის მოსწრება
არ მემორჩილება კალამი
სიტყვები ქარს გატანებული

ვეღარ ვიხსენებ წარსულს
სიზმრებად ქცეულ დღეებს
თორემ, ცრემლები მახრჩობს
სინანულია დაგვიანებული

მცივა, უშენოდ ვკვდები
ღამე ფიქრებით ვთვრები
სულ არ მაღელვებს მთვარე
მხოლოდ, სიმართლეა მწარე

ვინ მოსთვლის, რამდენჯერ ვინატრე
სიკვდილი შავძაძებმოსილი
ხანდახან, ვფიქრობ ტყუილია
გრძნობები თავშემოხვეულნი

ხელების კანკალს ვერაფერს ვშველი
აღარ ვარ ის, ვინც რამედ ღირს
მარტო სული ვარ სხეულს გაყრილი
მიტოვებული ვგავარ მეფე ლირს!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent