"ზეციერს"
ეს გზა თუ შორია ჩემიდან შენამდე, ოცნებით ახლოს ვარ ,ვედრებაც ერთია, "მე და შენ" დღესაც და ყოველთვის იქამდე სადამდის ვსუნთქავ და ვფიქრობ რომ ერთია სიკვდილი, სიშორე, უშენოდ - ერთია. მე აქ და შენ სადღაც შორეულ ზეცაზე, ვკვნესი და მანძილი ვერ შუშავს იარებს, ვიხსენებ გარდასულს და წამი წამებზე ადნება, ისედაც დამდნარი სიმართლე. ეს გზა თუ შორია ჩემიდან შენამდე, ფიქრებით ყოველ წამს ვისრუტავ შენს ლანდებს, უშენოდ ვკვდები და მაინც გაგირბი შენ ჩემო , გამომყევ, გამომყევ ზეცამდე. შესატყვისს მოვძებნი შავ-თეთრი კადრების, და მერე სულ ბნელ და მშვიდ თეატრს შევასხავ მძივებად ,- ცოდვილი ცხოვრების ჩემ წამებს ისე რომ, - დამწვას და დამთუთქოს სიმართლემ. ეს გზა თუ შორია ჩემიდან შენამდე, სულ უფრო გაგირბი ,რაც უფრო მჭირდები, მე აქ და შენ სადღაც შორეულ ზეცაზე მაღლა ხარ, - ვერ გწვდები, შემახე ხელები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.