არგამქრალ ოცნებას
გაზაფხულიან ვერანდებზე შემოვიღამე თოვდა ... თეთრ-ვარდისფერად მაგნოლის ფურცელთა ქარი... ისევ იმგვარად, როგორც ადრე (ან როდის იყო) როცა ოცნება შენს თვალებში არეკვლას მთხოვდა. შენ, არარსებულს, ოცნებების ბურუსს შეფარულს ის გაზაფხულის ვერანდებზე გელოდა მუდამ, სადაც არასდროს დაითვლიდი მაგნოლიის ქარს (ესეც იცოდა, მაგრამ რადგან ყმაწვილობდა, როგორც ძველად, ჰანგი შოპენის - გელოდა ისევ... ეს გაზაფხული შემოღამდა ისე უშენოდ - (როგორ მინდოდა მომემართა ასე უბრალოდ) უთქმელი ფიქრით, ვით მაგნოლიის ყვავილთა ქარი! მიყვარდი კიდეც , შორეული, არარსებული, ვინც არასოდეს არეკლილხარ ჩემს თვალთა შუქში.. მერე ის იყო - შემოღამდა ასე უჩუმრად რომ იმედების გაცრუებაც ვერ მოვასწარი... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.