შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეჩერდი წამო, შენ ჩემი მშვენიერი ხარ!


1-07-2017, 23:10
ავტორი sillymeichan
ნანახია 2 010

შეჩერდი წამო, შენ ჩემი მშვენიერი ხარ!
ზამთარი მიილია და გაზაფხული მოვიდა. ყველაფერს დაეტყო გაზაფხულის მოსვლა, ბუნებამაც გამოიღვიძა. მაგრამ ჩემში ისევ ზამთარია, ცივი და სუსხიანი.
მიხარია ათას აყვავილებულ ხეს რომ ვხედავ ირგვლივ, მაგრამ მე ისევ მარტო ვარ, უშენოდ. ძალიან მინდა შენთან საუბარი როგორც ძველად, რომელიც წარსულმა თავისთან წაიყვანა და შთანთქა... ირგვლივ გაზაფხულის სურნელი ტრიალებს, ყველაფერი ხარობს, მაგრამ ჩემს გულს მაინც რაღაც აკლია და ეს შენ ხარ! ეს შენ ხარ რომელსაც მორჩენა ვერანაირი გზით ვერ მოუხერხებია. ვიფიქრე, გაზაფხული მაინც გამოგაღვიძებდა და მოგიყვანდა ჩემთან... მინდა მოვიდე და გაზაფხული მოგილოცო, მაგრამ არ შემიძლია...
გელოდი, იცი რამდენხანს გელოდი! მაგრამ შენ კი არა და არ ჩანდი, შენ არ გესმოდა ჩემი და ჩემს სიტყვებსაც ვერასოდეს გაიგონებ. მე შენგან ბევრს არაფერს ვითხოვდი და ეს იცოდა ღმერთმაც, თუმცა ღმერთს ჩემთვის სიყვარული არ უბოძებია, იქნებ სულ დავავიწყდი, იქნებ შემონახული აქვს, მაგრამ მერე უკვე გვიანი იქნება.
თვალები დაგეძებენ, როდემდე უნდა გელოდო? ყველაფერს დასასრული აქვს, ნუთუ ამ ლოდინს არ აქვს დასასრული. რა იქნება, რომ მოხვიდე და სასწაული მოახდინო...
უსაშველო მონატრება დაგუბებულა ჩემს გულში და ამიტომ შევთხოვ მაცხოვარს შენს დაბრუნებას. ვცდილობ, განა არ ვცდილობ შენს დავიწყებას მაგრამ ვერ შევძელი. ვიცი რომ, ჩვენ ერთად არასოდეს ვიქნებით, მე და შენ,რადგან ღმერთს ჩემთვის, შენთან ყოფნა არ დაუწერია. ძნელია ამასთან შეგუება.ვიცი რომ ჩემთან არასოდეს არ მოხვალ და მაინც გელოდები. ამბობენ: "ვისაც ვინ უყვარს, მისი ლამაზიც ის არისო". მე ხომ შენ როგორიც ხარ ისეთი მიყვარხარ. ვიცი, რომ მე არა მაქვს უფლება შენი სიყვარულის და მაინც მიყვარხარ! ამას არ უნდა ვამბობდე რადგან, ქალი ვარ და ამაყი უნდა ვიყო, მაგრამ მე მხოლოდ ჩუმად, ჩემს გულში მიყვარხარ და შენ ვერასოდეს გაიგებ თუ კი ოდესმე მიყვარდი. ვეცდები გავუფრთხილდე ამ გრძნობას, რომელსაც სიყვარული ჰქვია. რადგან, მას ხომ მოვლა და სათუთად შენახვა სჭირდება. ვინც რა უნდა თქვას, შენ მაინც ჩემი მშვენიერი იქნები. მინდა შენთან მოვიდე და ხმამაღლა გითხრა ,,შეჩერდი, წამო, შენ ხომ ჩემი მშვენიერი ხარ.'' მაგრამ არ შემიძლია, ვიცი რომ არ გიყვარვარ და სწორედ ეს მაკავებს. ძნელია ამ სიტყვებთან შეგუება რომლებიც გულს მტკენენ, მაგრამ არაფერია, ოღონდ შენ იყო კარგად, ხომ გაგიგია ,,დრო ყველაფრის მკურნალიაო...'' გავა დრო და შენ ჩემი ბავშვობის მგონების ნაწილად დარჩები, იმ ბავშვობის რომელიც არასდროს არ დაბრუნდება და არასდროს განმეორდება. მინდა კიდევ ერთხელ გაგიმეორო ,,შეჩერდი, წამო, შენ ხომ ჩემი მშვენიერი ხარ.'' მაგრამ რა ვუყოთ რომ ჩემი ხმა შენამდე ვერ აღწევს, იქნებ აღწევს, მაგრამ შენ არ გსურს, რომ გაიგონო. მე ისევ გელოდები...
მიყვარს გაზაფხული, ლურჯი იები, მინდვრის ყვავილები და ბოლოს ჩემი, სისხლისფერი, სიყვარულის წითელი ვარდები!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent