შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გულის ძახილი


20-04-2020, 01:27
ავტორი დაჩი
ნანახია 1 376

ჩუმად მივუყვები ბაღში ბილიკებს
ირგვლივ საამო ტრიალებს სუნი
ათასი ფერი მეშლება თვალწინ
და მაინც, ვეძებ ჩემთვის ერთადერთს

თბილი სუნთქვები ვაჩუქე იას
შროშანები მოვნათლე ცრემლით
სიწმინდე შერჩათ შორით გვირილებს
მოწიწება კი, მხოლოდ ენძელებს

ვგრძნობ სისადავეს ქრიზანთემების
თავბრუს მახვევენ ორქიდეები
თვალი გამირბის მიმოზებისკენ
და მაინც, ვეძებ ჩემთვის შესაფერს

თითქოს, იმედი გადამეწურა
ამდენ ყვავილში ვერ ვნახე ჩემი
მაგრამ, არ ვკარგავ მოთმინებას
და მივუყვები გზებს კალასაკენ

აი, გამოჩნდა ზამბახები
მის გვერდით ხარობს გლადიოლუსი
შორიდან მხიბლავს იასამანი
ტიტები როკავენ ხმაზე ნიავის

კამელიებით ვარ მონუსხული
თავს იწონებენ თეთრი ვარდები
მე კი, მიმიწევს გული იქითკენ
საითაც ყვავიან პიონები...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent