მთვრალი ვარ და გზისპირს უკან მივუყვები მარტო
ფერი დეკემბრის და კერტებს გემო - ალუბლების უფრო. მინდა შენს ნეკნებზე ვწერდე ლექსებს. მთვრალი ვარ და ვაფრენ. შენ ვეღარ მოუსმენ სხვის ხმას, თუნდაც ჩემზე მეტად შეშლილს, სხვა ვერ ჩაგეღვრება სისხლად დამკსდარი ტუჩებიდან ყელში. ვხედავ, რომ მოგწონს და გართობს ჩემი ჟინაჭრილი ვნება, დეკემბერია და არ თოვს. მთებზე უთოვლობა დნება. ჩემზე - უშენობის ფერფლი. შენზე - უჩემობის ლავა. ისრეს ატკიებულ ტერფებს, გხუთავს მარტოობის ჰავა. ვუსმენ აღარავის მოთქმას მდარე ვერლიბრებად დაღვრილს - ჯიშში ხასიათად მომდგამს, ღრენა ცოფიანი ძაღლის ხმაზე. ფუტლიარებს ვითვლი, ირგვლივ მეგობრებად დაყრილს. მთვარე ისისხლება წითლად, მსგავსად დაკბილული მაყვლის. შენ კი მიდიხარ და არც კი ერთხელ იხედები უკან და ჰგავს დობერმანის ნარწყევს ჩემი კარგად ყოფნის რუკა. ვრისკავ. მთვრალი ვარ და გზისპირს უკან მივუყვები მარტო. ღერი ფსალმუნი და ვისკი ნერვებს მიწყნარებს და მართობს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.