აპრილის პირმშო
დავიბადე გაზაფხულის ჟამს აყვავდა ბაღში ალუბლები მზემ ახარა დედას დროება ჩემი ამქვეყნად მოვლინების დედის სხეულში სითბოს შეჩვეული დედამიწის ქარს ვერ შევეგუე ახლა, სულ მუდამ მენატრება იქ, არსებული სიმყუდროვე მამა იხსენებს თვალცრემლიანი პირველი შეხების სიძლიერეს იმ დღიდან, დღემდე მხარდამხარ მომსდევს და უფსკრულებზე მეხიდება უკვე დიდი ვარ, აღარ მაქვს შიში რომ სიბნელეში ვიღაც იქნება თავაწეული, ვუსწორებ თვალებს მომავლის გეგმები როგორ იქმნება წლებია, ვხედავ მშობლების სახეს ამაყი ღიმილი, რომ ეფინება მე კი ყოველდღე, იმისთვის ვიბრძვი რომ ეს სიამაყე გადავურჩინო... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.