ცეცხლის გარდმოსვლა
ადამიანებს, ვისაც გვწამს ღმერთის, დამსახურება არის უფლისა, სასწაულების მომსწრენი ვხდებით, ყველა ჩვენთაგანს დღეებს უთვლისა. ურწმუნოთაგან გვესმის სიტყვები, რა არის ღმერთი,სად არის ღმერთი, რატომ გვატყუებთ თუ კი არ იცით, და თუ კი იცით, გვითხარით ერთი. ღმერთი ჩვენშია,ჩვენთან არს ღმერთი, ჩვენს ირგვლივა და ამ ჩვენს გარშემო, როცა რაიმე გაგვიჭირდება, ცხვირ-პირში მერე, მუშტის წამშემო. ძალამ, რომელმაც შექმნა სამყარო, ზედ დაგვასახლა ადამიანი, ზოგი კეთილი,ზოგი ბოროტი, ზოგი უჭკუო, ზოგიც ჭკვიანი. ყველანი, ჩვენ ვართ მისი შვილები, კაცი თუ ქალი,დიდი პატარა, ვინ რომელ გზაზე უნდა ვიაროთ, აღრიცხვაც თვითონ მან ჩაატარა. ყოვლის შემძლე და ყოვლის მცოდნია, იმის გარეშე ნაბიჯს ვერ ვადგამთ, ერთი დღის საკვებს, ვერ მოვიპოვებთ, ყოფნა არ ყოფნის საკითხს ნუ დავდგამთ. ჩვენთვის ეწამა იესო ქრისტე, ნაწილი ცოდვის გამოგვისყიდა, ჯვარზე გააკრეს შემდგომ კი აღდგა, ყველა ამ ქცევით ვერ მოგვისყიდა. შუამავალი გახდა უფალთან, და მორწმუნეებს ნათებას გვაწვდის, ზოგიერთები ურწმუნონი ვართ და ამიტომაც ამას ვერ ჩაწვდის. ყოველწლიურად, აღდგომის წინ დღით, ცეცხლის გარდმოსვლა ხდება ზეციდან, ადამიანო, თუ რწმენა არ გაქვს, არ განსხვავდები მაშინ მხეციდაან. მხოლოდ და მხოლოდ, მართლმადიდებელ, პატრიარქებს აქვთ იმ ცეცხლთან წვდომა, მისი გარდმოსვლა, სხვაზე არ ხდება, უბრალოდ ამას უნდა მიხვდომა. ვინაც კი შედის, ქრისტეს საფლავში, ძირფესვიანად ჩხრეკენ იქ კეპთან, სანთი არ ჰქონდეს, ან სხვა კავშირი, ადამიანურ რამე ხრიკებთან. როდესაც ხდება მისი გარდმოსვლა, ის არის სწორედ უფლის ნათება, თავდაპირველად არ წვავს არაფერს, ზეციურია ის განათება. თუკი ოდესმე, მოხდა ისე და აღარ გვეღირსა ცეცხლის გარდმოსვლა, მაშინ ვართ ცოდვადა დაიწყება, უბედურება,მეორედ მოსვლა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.