შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ გაუშვა


4-06-2020, 01:16
ავტორი vasho
ნანახია 1 186

სევდა შემომაწვა, ვხვდები მენატრები
კედელს მუშტებს ვურტყავს გამეტებით,
გეძებ და უტიფრად მემალები
გრძედებია თუ განედები

გეძახი, შენ კი არც კი გესმის
ტკივილით დაღლილი უხმოდ ვხავი
მტკივა ის წუთები საზიზღარი
შენ რომ გაიხურე კარი

კედელს დავეყრდენი, თვალი გავაყოლე
მენიშნა ჭერზე ბზარი
ჩემს გულს შევადარე, ისევ გამახსენდი
კარებზე დარეკეს ზარი


ბარბაცს მოვუმატე, კარისკენ წავედი
ნელა ჩამოვწიე სახელური
გახსოვს სოფელში პირველ თოვლზე რომ
დავტოვეთ საერთო ნაფეხული?

წითელ თმებს ქარი გიჩეჩავდა
მხრებზე გეცემოდა თოვლის ურდო
რას არ გავიღებდი, ღმერთო კიდევ ერთხელ
რომ დაგებრუნებინა ის დრო

ვერკვევი ვიქრისგან, ცრემლებს ვიწმენდ
მხოლოდ კარებს ვაღებ ფართოდ
ღმერთო, როგორ, ეს თუ?
მწვანე თვალებს ვხედავ მარტო

თვალებს ძირს დახრილებს
აშკარად ნატირლებს
თავს როგორ ვიმართლებ?
მაინც ვერ გაიგებს

რა უნდა გაიგოს?
შმაგი ვარ, ვერაგი
ვღალატობ და ვლბიწავ
ვერ ვიტან ვერავის

მძულს ეს ხორცი და
ღვინის სიყვარული
ტრფომა მე ერთი მწამს
წინ მდგომი სიხარულის

ნივთებს წავიღებო
ბაგეებს გადმოცდა
აშკარად წავაგებ
მე ჩემს გამოცდას

ჭკუაზე ვიშლები
როგორ თუ დამტოვებს
ავაწიოკებ ბატონებს თუ მონებს

უფალო გევედრები
ზუსგი არ მაქციოს
თორემ გეფიცები
გავყვები გალაკტიონს

ამ მზერით აშკარად აეწვა ბეჭები
ნელ-ნელა ტრიალდება და მგონი ვეჭვდები
რომ ჩემს მომავალს მტკვარში გადავუშვებ
სული მიბრუნდება, მადლობა პარაშუტებს

ვიცი ვუყვარვარ, არ უნდა დამტოვოს
მაგრამ ეშინია ჩემი გამხეცების
მხეცივარ, უკვე თვინიერი
ვცოცხლობ მისი ხმის ნამცეცებით

ჭერს თვალ ვავლებ და არა, არ გვჭირდება
ამისთვის სხვისი ტაში
კედელს ვაკვირდები, თავიდან ბოლომდე ამოვსებულია ბზარი



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

კედელს დავეყრდენი, თვალი გავაყოლე
მენიშნა ჭერზე ბზარი
ჩემს გულს შევადარე, ისევ გამახსენდი
კარებზე დარეკეს ზარი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent