ჩემი სარკმლის წინ...
ჩემი სარკმლის წინ აყვავდა ვაშლი, მიწაზე გაშლის მის ყვავილს ქარი, ჯერ კიდევ, როცა ვიყავი ბავშვი, თოვლი მეგონა ღრუბლების ზღვაში. ჩემი სარკმლის წინ აყვავდა ვაშლი, დღეს მისი ცვენა წააგავს ტკივილს და ჩემი სულის მოარულ ჩივილს, მე ვეღარ წავშლი. გადაიარა დრომ და ვეღარ ვძლებ, მე სევდის ლოდებს მოვათრევ ზურგით, წლების წინ ფეხს რომ წავკრავდი კენჭებს, ის კენჭებია — გაზრდილა დიდი… ადვილი იყო ცხოვრება, როცა სულს არ თელავდა ადამიანი, დღეს მიწის პირზე ისევ გამთელეს, დაგლეჯილ ლექსებს ვეღარ ვამთელებ. სულზე სულ წიხლით გადამიარეს, ხიდან უაზროდ ნამტვრევი რტო ვარ, ჩემი სარკმლის წინ აყვავდა ვაშლი და მისი ცვენა წააგავს თოვას… ~ ბ.ბ. ~ ფოტოს წყარო: ნინუცა გუგულაშვილი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.