გაუმაძღარნი
გაუმაძღარნო ქართველნო, არ გაგისივდათ მუცლები? იმათ კისერზე რომ ზიხართ, ვისაც უცვდებათ ქუსლები. ტყუილი ქება დიდება თქვენი არავის ჭირდება, პატარა მშრომელი ხალხი, ვითომ შერაცხედ გმირებად! დამონებულს და დაჩაგრულს, შიში ყოველთვის ერევა, ის ვინც კი პატარას ჩაგრავს მე მათზე გული მერევა. შორიდან მარტივად მოსჩანს, ადვილი არის სათქმელად, უნდა იშრომოს აბაა რაააა, ოთხი ბავშვი ყავს სარჩენლად. გადის დღეები თვეები, ისე სწრაფად და საოცრად, ათი წლის მერე კი ხვდები ცხოვრება როგორ გამოგრჩა.. სასწაულ ქვეყანაში ვართ, წინ-წინ მივიწევთ ყოველ წელს, გვაკლდება შემოსავალი, თამამად ვუძლებთ ყოველ წნეხს. თურმე მარტივი ყოფილა, ცხვრის ფარის მწყემსვა გემოზე, როდესაც სიტყვას ყიდიან, ხახვზე, ნიორზე, ერბოზე.. ბევრ სხვა ქვეყანას ვედრებით, ევროპელობა მოგვინდა, იქ ყველაფერი წინ მიდის, ჩვენ კი უყურებთ შორიდან.. ხალხი? ხალხიც კი წამხდარა, იყურებიან ზევიდან, ნეტა იციან რას გვანან? როგორ მოჩანან ქვევიდან...!? ასი ხინკალი რომ გინდათ, მართლა ღორები ხომ არ ხართ? თუმცა ეგ რაში გეყოფათ, თქვენ ხომ ისედაც ბლომად ხართ. შემთხვევით ხომ არ დაკარგეთ? რა?- ნამუსი ბატონო, რას დაკარგავდით რაც არ გაქვთ, მე მაპატიეთ ბატონო... !!! ბეკეკას როლში აღმოვჩნდით მაგრამ ჩვენ არ ვართ საწყალნი, დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი!!!! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.