შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნინუცას (25-30.06.2020)


30-06-2020, 23:40
ავტორი ეშმას მორი
ნანახია 1 197

ქარები ფოთლებს ვეღარ არხევენ
და ჩემი გულიც აღარ ცემს ისე
თვალები მაინც რამდენს ამჩნევენ
გული არ მიდის აღარავისკენ

ეჰ, მენატრება ის ჩასუნთქვები
ათრთოლებული შენს დანახვისას
ფართოზე ფართო თვალის გუგები
და თავის დახრა გვერდით ჩავლისას

დაგინახავ და კვლავ იღვიძებენ
მივიწყებული მწველი გრძნობები
შენი თვალები მე მიბიძგებენ
რომ სადღაც გავქრე ჩემი ბოდვებით

მოგიტაცებდი მაგრამ ვერ ვბედავ
რადგან მაინც არ შეგიყვარდები
ჩემო ლამაზო ნუთუ ვერ ხედავ
სახურავიდან როგორ ვვარდები

ჩემი ბრალია, რომ არ მიცდია
ერთი ნაბიჯის გადმოდგმაც შენსკენ
სხვა რაყიფები არ დამიცდიან
ვეღარ უძლებენ დამდუღვრელ შენს მზეს

თუკი აქამდე ვერ დაგივიწყე
ვგრძნობ რომ შენახარ ჩემი გზის ბოლო
და ერთ ლამაზ დღეს რომ გაიღვიძებ
მე დამინახავ მხოლოდ და მხოლოდ

ეშმას მორი




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent