შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი თვალები ისევ მოგელის!


13-01-2019, 19:55
ავტორი Life is wonderful
ნანახია 1 892

შენს მოლოდინში მე შენზე ვფიქრობ
და თითქოს გხედავ
ვფიქრობ და ისევ დღეა მზიანი
ძვირფასო მოსვლა რად გაგიძნელდა,
ძვირფასო რისთვის დაიგვიანე.
ახლა ეს გრძნობა უფრო მეტია,
ახლა ქარები არხევენ ტირიფს,
მე შენ გიამბობ ჩემს ტრაგედიას
და როგორც ბავშვი დავიწყებ ტირილს.
ასე გაივლის წამება, ოხვრა
შენ მოხვალ ჩემთან თეთრი ხელებით
მოხვალ დაღლილი,
მეტყვი:“როგორ ხარ?“
მოხვალ და ვიცი მომეფერები.
თუმცა იქნება ღამე წვალების,
ღამე სასტიკი და ულმობელი
და ეს თვალები, ლურჯი თვალები,
ჩემი თვალები ისევ მოგელის.
შენ დედამიწავ! უფრო მაშინებ
როცა ოცნებით ზეცას მოვივლი.
წმინდაო ღმერთო რად გამაჩინე
მე ხომ სიცოცხლე არ მდომებია.


ჰმმ... დღეს ჩემი ძველი დღიური აღმოვაჩინე სადაც არც კი ვიცი რა დროის მაგრამ ის კი ვიცი, რომ ძალიან ძველი ლექსები აღმოვაჩინე. არც კ მახსოვდა, რომ არსებობდა. იქ ძალიან ბევრი ლექსი იყო და, როგორც კი წაკითხვა დავიწყე ყველა მოგონება ამომიტივტივდა. მინდა თქვენც გაგიზიაროთ. მასში არცერთი სიტყვა არ იქნება შეცვლილი ზუსტად ისე, როგორც მეწერა. ასე, რომ დარწმუნებული ვარ ბევრი ურთმო ადგილიც იქნება, რაც მე უკვე შევამჩნიე, მაგრამ შეცვლას არ ვაპირებ. ასე, რომ იმედი მაქვს მოგეწონებათ. შევეცდები ხშირად დავდო და მინდა თქვენი ემოციებიც გამიზიაროთ.

მწერალი:"Life is wonderful"
სიყვარულით:"მე"



№1  offline წევრი lamazi tvalebi

ჩემო ტკბილო დიდი ხანია არ შემოვსულვარ საიტზე,ახლახანს განვაახლე, პირველი რაც იყო შენი ნიკი გავხსენი და ძებნა დაგიწყე, ყოველთვის სტიმულს მაძლევდა შენი კომენტარები .ეს ლექსი კი რაღაცნაირად არეული მაინც სასიამოვნოდ ჩავიკითხე გთხოვ არ დაიკარგო....

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent