შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯერ თუ არ გყვარებია...


2-07-2020, 01:23
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 1 837

შენი თმები ღამით სიზმრებს მიფეთებდა,
თვალებდაჭყეტილი ვთვლემდი მთვარეული,
რას წარმოვიდგენდი მეც გამიმეტებდა
გონჯი ბედისწერა.. გზაკვალარეული..

რას წარმოვიდგენდი ჩემით წავიდოდი
ასე ავიკრეფდი მშვიდად გუდა-ნაბადს
ან მეორე დილით ხალხში გავიდოდი
აღარ მოვძებნიდი ბნელში ახალ ლამპარს

ცხოვრება ხუმრობაა თურმე, სიხარულო
თან ჩემ წასვლასავით მძიმე და უნიჭო
სადღაა აბრეშუმი რომ ცხვირი ვუხახუნო
სადღაა ბროწეული.. მსურდეს და ვუკიჭო..

ჯერ კიდევ გუშინწინ.. სუიციდს ვაპირებდი
მერეღა გამახსენდა რომ უკვე მკვდარი ვარ
რომ თურმე დავიღალე ტყუილი დაპირებით
რამდენი ვიხელმწიფე და მაინც მხდალი ვარ..

გაგიშვი.. რა გიყო, შეცდომავ, დაგიშვი..
წადი და იჭორავე ჩემს ლამაზ სიყვარულზე,
მთვარიან ღამეებში იმდენჯერ ავიშვიიი..
ნისიად ვამატებდი მიქარულს მიქარულზე..

გადახდის დროაოო დამადგა სიკვდილიი,
კაი, რა, თუ ძმა ხარ.. ბრიყვი და მწარე ვარ..
თავის მართლებით რომ ბოდიშებს ვიხდიდიი
მერეღა გამახსენდა რომ უკვე მკვდარი ვარ..

პაჩიპუჩს შემოგითვლი გაფრენილ ფოთოლივით,
რა ვუყოთ ჭინჭრაქაც ზოგჯერ რომ მოიდევებს,
ცრემლს გიწერ სიტყვებად ჭაღარამოთოვლილი,
ყოფნაც და არყოფნაც ძვირფასო.. მომიტევე..

შეადნათ ღიმილები სახეზე მაწანწალებს,
სავახშმოდ მსხდარნი რომ ცრემლებით დავაპურე..
მეტი რა საქმე მქონდა.. მწერლებში დავტანტალებ..
მტრედებში იხვის ჭუკი დავეძებ გაზაფხულებს..

ამაოდ ვეძებდი დაშაქრულ ჩურჩხელებს
შაქარს და ჩურჩხელას ჩამიჩი ჰყვარებია..
მე ჩემსას დავტირი.. შენ შენსას უშველე..
გზა ნახე მკითხველო.. ჯერ თუ არ გყვარებია..



№1  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

უცნაური მე
ლაზარე და მისი ლექსები..
რაღაცნაირი იყო, შენ რომ გახასიათებს მხოლოდ ისეთი განსხვავებული.
ძალიან მომეწონა


ჰო...
თუმცა ეს ლექსი სხვებისგან იმით განსხვავდება რომ დავხატე..
სასიამოვნოა, გემოვნებიანი მკითხველი რომ გყავს..
გემოვნებიანი და ერთგული..

 


№2 სტუმარი izabela

მართლა კარგი იყო ნეტავ მეც ასე კარგად ვწერდე ლექსებს

 


№3 სტუმარი izabela

ამ პოეტებს უნდათ რომ დაწერონ რაიმე კარგი,
და მათთვის ლექსების წერა არ არის დანაკარგი.

მერე ისინი გადმოსცემენ ნამდვილს რასაც კი გრძნობენ,
ისინი აღწერენ რეალობას ტყუილში არ თმობენ.

 


№4 სტუმარი .

ძალიან ლამაზი ლექსია და აშკარად გრძნობებით განსმჭვალული. ბრავო❤

 


№5  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

.
ძალიან ლამაზი ლექსია და აშკარად გრძნობებით განსმჭვალული. ბრავო❤


დიდი მადლობა )

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent